შემოგვიერთდით

ანტიკრიზისული გეგმის 1,000,000 ლარს ფრესკო თანამშრომლების სახელფასო ფონდში ჩარიცხავს

ფრესკოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 1,000,000 ლარზე მეტი თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით უნდა დარჩენილიყო კომპანია ფრესკოს განკარგულებაში და არ გადარიცხულიყო ბიუჯეტში, სრულად მიემართოს ფრონტში, წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლების:
 კონსულტანტების
 ხაზის კონსულტანტების
 მოლარეების
 მერჩენდაიზერების
 დაცვის თანამშრომლების
 ინვენტარიზაციის თანამშრომლების
 მიმღები ოპერატორების
 ტექნიკურ თანამშრომლებს
 წარმოების თანამშრომლების
 საწყობის თანამშრომლების
 კონტროლის თანამშრომლების
 დარბაზის, საწყობის და ცვლის მენეჯერების
 მძღოლების
 კორპორატიული მოლარეების
 პარკინგის თანამშრომლების
სახელფასო ფონდში.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ფრესკოს დირექტორთა საბჭოს.

რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა, დასაქმებულებმა და თვითდასაქმებულებმა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად?!

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. Continue reading “რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა, დასაქმებულებმა და თვითდასაქმებულებმა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად?!”

SafCo • საფკო

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით.

ჩვენი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს. ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ჩვენი მიზანი – ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ, დავნერგოთ და განვავითაროთ სახელმწიფო კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების დებულებები, დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესებს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვაში და განვითარებაში, მაღალი სტანდარტების მიღწევაში და მათ შენარჩუნებაში.
გამოცდილება – საფკოს აქვს ლოკალურ ბაზარზე ოპერირების 5+ წლიანი გამოცდილება.
ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ შრომის უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა სეგმენტში: ტრენინგები, კონსულტაცია, აუდიტი, ექსპერტული დასკვნები.
ჩვენ სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საფკოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარებაში, როგორც მარეგულირებელი ორგანოების კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის შემუშავების მხრივ.
ჩვენი გუნდი – საფკოს გუნდი შედგება შესაბამისი გამოცდილებისა და საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე პირებისგან. ჩვენი კომპანიის ყველა კონსულტანტი, ტრენერი და აუდიტორი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით. საფკოს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორგანიზაციული იერარქია, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა.
ჩვენი პარტნიორები – ჩვენ ვემსახურებით სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მათ შორის: მშენებლობები, საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები, საწყობები, ოფისები, სასტუმროები, რესტორნები, სასწავლო დაწესებულებები და ასე შემდეგ. ჩვენი პარტნიორების ეგიდით, ჩვენ განხორციელებული გვაქვს უამრავი მსხვილი პროექტი. საფკო ყოველთვის ცდილობს, რომ მოერგოს კლიენტის სპეციფიკას, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს.
დიპლომები და სერტიფიკატები – ჩვენ ფლობთ უმაღლესი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ ავტორიზებულ სერტიფიკატებს, როგორებიც არიან:
National Examination Board in Occupational Safety and Health (NEBOSH), IOSH (institution of Safety and Health), OHSAS 18001; ISO 19011 Lead Auditor; NFPA (National Fire Protection Administration) BOHS (British Occupational Hygiene Society); Control of Work Systems.

გაიგე მეტი მათ შესახებ: FB

შეუკვეთე მომსახურება: 032 283 02 21  info@safco.ge

HR shop – ს მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გარდა ამისა, მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 – თვეში 200 ლარით დაეხმარება.

პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“- განაცხადა გახარიამ.

”ბუღალტერთა კავშირი” უფასოდ შეასწავლის ბუღალტრის პროფესიას covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრებს

‘ბუღალტერთა კავშირის” და მისი დამფუძნებლის ტატა ბერიძის ახალი ინიციატივა და შეთავაზება covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე მომუშავე ჩვენი საამაყო ექიმ-ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების, სასწრაფო დახმარების ექიმების, სამედიცინო პერსონალის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ოჯახის წევრებს, მათ შვილებს, და-ძმას ან მეუღლეს (ვისაც სურვილი აქვს) კარანტინის პირობებში სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს  ბუღალტრის პროფესიის შესწავლის სრულ ონლაინ კურსს.

ა(ა)იპ ”ბუღალტერთა კავშირის” დირექტორის ტატიანა ბერიძის თქმით,  ბუღალტერიის შესწავლის შესაძლებლობა უფასოდ მიეცემა დაინტერესებულ პირს ვისი ოჯახის წევრიც covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე მუშაობს. კურსის მსვლელობისას მონაწილეები შეისწავლიან  ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას მცირე და საშუალო საწარმოებში.
კურსზე რეგისტრაცია დაიწყება 27 აპრილიდან ბუღალტერთა კავშრის გვერდზე. თვალი ადევნეთ გვერდს:   https://bit.ly/2Vr0iUo

“ტავ ჯორჯია” თანამშრომლებს არ ათავისუფლებს, სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარია

ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის ინფორმაციით კომპანიას ჰყავს 1400 თანამშრომელი და მთლიანი სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარი ლარია. Continue reading ““ტავ ჯორჯია” თანამშრომლებს არ ათავისუფლებს, სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარია”

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოებისა და გაყიდვების გუნდის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეუმცირა.

Continue reading “„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა”

როგორ გახდა თამარა ჯანელი Givenchy Beauty-ის მეიქაფ არტისტი ნიუ იორკში

რამდენიმე წლის წინ ნიუ იორკში, მე-5 ავენიუზე Estee Lauder-ში შესაძლებელია ქართველ გოგონას შეხვედროდით, რომელიც სეზონურ დამხმარე არტისტად მუშაობდა. Continue reading “როგორ გახდა თამარა ჯანელი Givenchy Beauty-ის მეიქაფ არტისტი ნიუ იორკში”

,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი

კორონავირუსის გამო საქართველოში არსებული დიდი სასტუმროების უმრავლესობა საკარანტინო სივრცეებად არის გადაქცეული. Continue reading “,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი”

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შემოთავაზება კომპანიებს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამას. Continue reading “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შემოთავაზება კომპანიებს”