შემოგვიერთდით

Work From Home, HR! – ვებინარების ციკლი დაიწყო. დარეგისტრირდით!

ვებინარების ციკლის – Work From Home, HR! ფარგლებში, ყოველ ოთხშაბათს, თბილისის დროით 15:00 საათზე ტარდება ვებინარები, რომლებიც ეძღვნება თანამშრომელზე მიღებული მოგების მაჩვენებლების გაუმჯობესების, ასევე ახალ რეალობაში მუშაობის საკითხებს.

HR დირექტორებისა და პერსონალის მართვაზე პასუხისმგებელი ტოპ-მენეჯერებისთვის შექმნილი ვებინარების სერიაში შეიტყობთ კომპანიაში მიმდინარე HR პროცესებისადმი წამყვანი კომპანიებისა და გამოცდილი კონსულტანტების მიდგომის შესახებ.

ასევე გაიცნობთ HR დირექტორებს, რომლებიც თავიანთი ორგანიზაციების ბიზნეს-პარტნიორები არიან და ბიზნესის საკვანძო მაჩვენებლების გაუმუჯობესებაში მონაწილეობენ.

ვებინარბზე განსახილველი საკითხები:

  • როგორ გავზომოთ სწრაფად თანამშომელთა ეფექტიანობა?
  • როგორ შევასწავლოთ თანამშრომლებს დისტანციურად ახალი უნარები და როგორ ვმართოთ გუნდის განვითარება?
  • როგორ გავაუმჯობესოთ მოგების მაჩვენებლები ერთ თანამშრომელზე?
  • როგორ იმუშაოს ბიზნესმა HR-თან ერთად ბიზნესის ძირითადი მაჩვენებლების გაზრდაზე?
Date Time Georgia Webinar topic
27 May 15:00 Remote talent acquisition and adaptation
3 June 15:00 Career Development and Succession Planning
10 June 15:00 Building of performance management system
24 June 15:00 Employee experience management
1 July 15:00 Learning management. Team work. Internal communications.

დარეგისტრირდით ბმულზე: HR Academy

ალდაგი – დასაქმებულთა დაზღვევა

დასაქმებულთა დაზღვევა კორპორატიული ბაზრისთვის შეიქმნა და გულისხმობს დასაქმებულთათვის ისეთი დაზღვევის შეთავაზებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ფინანსური დაცულობის განცდას. Continue reading “ალდაგი – დასაქმებულთა დაზღვევა”

საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდება დისტანციურ რეჟიმში.

აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი თანამშრომლებს ეცნობებათ დამატებით.

ერთობლივ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ავრცელებენ.

დამსაქმებლისა და დასაქმებულების ახალი ვალდებულებები სამუშაო ადგილებზე

შემუშავდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული რეკომენდაციები მომსახურების/საოფისე საქმიანობისთვის. Continue reading “დამსაქმებლისა და დასაქმებულების ახალი ვალდებულებები სამუშაო ადგილებზე”

Linton Group – ქართული Recruiting პროგრამა HR პროფესიონალებისთვის

Linton Group-ის ტალანტების შერჩევის პროგრამა (LRS) არის უნიკალური გადაწყვეტა კომპანიის თანამშრომელთა შერჩევის ბიზნეს პროცესების სამართავად ნებისმიერ ეტაპზე (დაწყებული ვაკანსიის გამოცხადებიდან – დამთავრებული თანამშრომლის დაქირავებამდე) და უზრუნველყოფს ზუსტ ანალიტიკას. Continue reading “Linton Group – ქართული Recruiting პროგრამა HR პროფესიონალებისთვის”

გახდი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული SPHRi-ის პროფესიული ტიტულის მფლობელი

25 მაისიდან, BDO Academy-ში მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის  HRCI-ის მიერ შექმნილი SPHRi-ის სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსი იწყება. Continue reading “გახდი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული SPHRi-ის პროფესიული ტიტულის მფლობელი”

BDO Academy – ბიდიო აკადემია

ACCA ALP-ის ოქროს სტატუსის მფლობელი, Pearson VUE-ს ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი და HRCI®-ის CPP – BDO Academy 2016 წლიდან მრავალფეროვან და მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს გთავაზობთ.

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც კორპორატიული, ისე ინდივიდუალური მსმენელებისთვის. რა გამოგვარჩევს სხვებისგან:

  • მრავალფეროვანი კურსები;
  • სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგია;
  • საერთაშორისო გამოცდილება;
  • პრაქტიკოსი ტრენერები მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • მოქნილი განრიგი;
  • კომფორტული გარემო.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტი უწყვეტი სწავლაა და ვცდილობთ ცოდნისა და გამოცდილების მიღება ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს.

გაიგე მეტი მათ შესახებ: ვებ-გვერდი FB LinkedIn

შეუკვეთე მომსახურება: academy@bdo.ge | 591 04 70 87

HR shop – მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

იშოპინგეთ HR-ულად!

დარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!

აღმოაჩინე საკუთარი თავი – გაიარე სტაჟირება „ფილიპ მორის საქართველოში“

„ფილიპ მორის საქართველო“ ექვსთვიან სტაჟირების პროგრამას აცხადებს. „ფილიპ მორისი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი თამბაქოს კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან საქართველოში „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტულით სარგებლობს.

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის არის განკუთვნილი. „ფოლიპ მორის საქართველოს“ მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ინტერნებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ სამუშაო გამოცდილება ისეთ სფეროში, როგორიც არის:  გაყიდვები, ფინანსები, HR, ადმინისტრაცია და შესყიდვები.

„ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამა არაერთმა სტუდენტმა გაიარა.  პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი რამდენიმე მათგანი კომპანიის გუნდის წევრიც გახდა. ისინი თავის გამოცდილებას გვიზირებენ და „ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამაზე გვესაუბრებიან.

როგორც თორნიკე მათითაშვილი გვიყვება, „ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირება მისთვის პირველი სამსახურეობრივი გამოცდილება იყო. თუმცა, ეს ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც პირველივე დღიდან იგრძნობოდა მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა მას, გამოევლინა საკუთარი თავი და შესაძლებლობები.

„ფილიპ მორისში გავლილი სტაჟირების პერიოდში გავიგე, რა არის გუნდური მუშაობა, ლიდერშიფი და ის, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს მოტივაციაზე  სამსახურის მიერ მონიჭებულ შესაძლებლობას, განახორციელო საკუთარი იდეები და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები“, – გვიყვება თორნიკე მათითაშვილი.

ნიკოლოზ მიქაძე სამი წელია რაც „ფილიპ მორის საქართველოს“ ფინანსების დეპარტამენტში მუშაობს. მან სტაჟირების პროგრამა სტუდენტობის პერიოდში გაიარა და შეიძინა ის გამოცდილება, რომელმაც მისი პროფესიული ზრდა განაპირობა.

 „მუშაობდე წარმატებულ და გამოცდილ ადამიანებთან, დიდი გამოწვევაა. ეს გაძლევს შესაძლებლობას, შეიძინო სხვადასხვა სახის ცოდნა მათთან საქმიანი ურთიერთობით. „ფილიპ მორის საქართველო“ არის კომპანია, რომელიც ყოველთვის ახალ გამოწვევას გვთავაზობს და ამ გამოწვევების დახმარებით გვაძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. გვიბიძგებს იმისკენ, რომ მოვიპოვოთ მეტი თავდაჯერებულობა. ახლა მე მჯერა, რომ ნებისმიერი გამოწვევა არის ახალი შესაძლებლობა და არა – ბარიერი“, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს ნიკოლოზ მიქაძე.

შოთა შანავა კი გვიყვება, რომ „ფილიპ მორის საქართველო“ იყო ის კომპანიაა, რომელიც მას საკუთარი თავის აღმოჩენაში დაეხმარა. როგორც თავად იხსენებს, მესამე კურსზე მან ფინანსების მიმართულება აირჩია, თუმცა ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეს ის არ იყო, რისი კეთებაც ცხოვრებაში უნდოდა.

„ფილიპ მორისში გასაუბრებაზე მკითხეს, სად ვხედავდი საკუთარ თავს… დაახლოებით ორსაათიანი ინტერაქციული გასაუბრების შემდეგ მივხვდი, რომ არ მსურდა ფინანსების სფეროში მუშაობა და ციფრების ტყვეობაში ყოფნას ადამიანებთან კომუნიკაცია მერჩივნა. ასე გავხდი გაყიდვების ინტერნი და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ „ფილიპ მორის“ გუნდის წევრობა და რეგიონში გაყიდვების კუთხით სიტუაციის კონტროლი შემომთავაზეს. მალევე შევუერთდი თბილისის გუნდს და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ფილიპ მორისის დახმარებით აღმოვაჩინე „საკუთარი მე“.

„ფილიპ მორის საქართველო“ არის კომპანია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავის აღმოჩენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი მაღალი ორგანიზაციული კულტურით გამოირჩევა, რაც კომპანიაში მიღებულ გამოცდილებას კიდევ უფრო მეტად ღირებულად აქცევს.

თუ გსურთ, რომ მოხვდეთ „ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამაში და მიიღოთ ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო გამოცდილება, გაიარეთ რეგისტრაცია. აპლიკაციის მიღება 30 მაისამდე გაგრძელდება.

მენტორ ჰაბი

Imentor.ge არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მენტორებს და მენტორინგის პროგრამებს საქართველოში. ჩვენი მიზანია, დავნერგოთ მენტორინგის სისტემური პროგრამები რომელიც პოზიტიურ ცვლილებას გამოიწვევს საზოგადოებაში.

ჩვენი გუნდი ასევე გეგმავს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

ჩვენი მიზანია ქოუჩინგის და მენტორინგის კონცეფციის გაერთიანება საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

რას გთავაზობთ ?

  • ინდივიდუალური და ჯგფური მენტორინგი
  • მენტორთა ქსელის შექმნა
  • მენტორინგის დანერგვა კომპანიებში
  • მენტორინგი პოზიტიური მშობლობისთვის
  • მენტორინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ამ ეტაპზე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ვნერგავთ ახალ პროგრამებს:

  • სამუშაო სტრესის მართვა – Mindful ლიდერობა – მომავლის სწორად დაგეგმვა და ქოუჩინგი და სხვა კურსები, რომლებსაც შეგიძლიათ ჩვენს საიტზე გაეცნოთ: https://imentor.ge/blog/

გაიგე მეტი მათ შესახებ: FB

შეუკვეთე მომსახურება: 593 19 72 19  teonadalak@gmail.com

HR shop – მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

იშოპინგეთ HR-ულად!

დარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!

20 მაისს HR hub – ის ღონისძიება HR Online გაიმართება

20 მაისს (17:00 – 18:30 სთ) FB Live – ის მეშვეობით HR hub – ის ვირტუალური ღონისძიება  HR Online გაიმართება. Continue reading “20 მაისს HR hub – ის ღონისძიება HR Online გაიმართება”