შემოგვიერთდით

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

დღეს,ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია ,,სამართლიანი შრომის უფლებებისთვის” გაიმართა. 

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს შრომითი უსაფრთხოების პირობები. მათი მოთხოვნა იყო გაერკვიათ რა ხედვა და გეგმა აქვს არსებულ კრიზისულ ვითარებაში ეკატერინე ტიკარაძეს. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აქციის ორგანიზატორებს შეხვდა.

,,აქციიის მიზანი იყო, რომ ხელისუფლებისთვის შეგვეხსენებინა საკუთარი როლი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა, როცა 16 წლის ბავშვი დაიღუპა მშენებლობაზე, უნდა იყოს კარგი მაგალითი ყველასთვის, იმის გასაგებად, რომ შრომის უსაფრთხოება ამ ქვეყანაში არ არის მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფის პროტესტის საგანი” – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა მესხმა ჩვენთან საუბრისას.

მან ასევე თქვა, რომ შეხვედრა შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან იყო ძალიან საქმიანი. ბექა ფერაძის თქმით, სექტემბრიდან ინსპექტირება იქნება უფრო მკაცრი და ეფექტური.

ლაშა მესხი ფიქრობს, რომ აუცილებელია საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ინფორმირებულობა და ჩართულობა. ,,დავიღალეთ ყველა ერთად იმ მწარე რეალობით რაც გვაქვს” – თქვა მან.

  •  
  •  
  •  
  •