შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – ალტერ სფეისს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ალტერ სფეისის  ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს ლიკა სიხარულიძის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ჩვენი მრავალპროფილური კომპანიის საქმიანობა უკვე მრავალ გამოცდილ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა მიმართულებებით, როგორც საკონსულტაციო, ისე მარკეტინგულ სფეროში, ჩვენ შევძელით უდიდესი გამოცდილებისა და წარმატების მოხვეჭა. ჩვენი წარმატებისა და საერთაშორისო ბაზარზე პოპულარობის გასაღები ჩვენი ახალგაზრდა, ენერგიული და მუდმივად მზარდი გუნდია.

კორპორატიული კულტურის თვალსაზრისით, ჩვენი კომპანია გამოირჩევა ინოვაციებისა და გუნდური ატმოსფეროს დანერგვითა და იმპლემენტაციით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა დასაქმებულის მოტივაციის ამაღლების საფუძველზე, სასურველი წარმატებული შედეგის მიღება.

„ალტერ სფეის“-ის მისიაა დავეხმაროთ ახალგაზრდა სტუდენტებს და არამხოლოდ, განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები ამჟამინდელ რთულ და კონკურენტულ დასაქმების სფეროში, რითაც ჩვენი კომპანია უქმნის მყარ ნიადაგს მათი კარიერული მიზნების მისაღწევად.

კომპანიის მთავარი ღირებულებები და ქცევის წესები დარეგულირებულია შიდა  ქცევის კოდექსებით, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისოდ აღიარებული კოდექსების მიხედვით.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ HR მენეჯერი უფრო ფართო პროფესიაა, ვიდრე რეკრუტერი. იგი მონაწილეობს, არამხოლოდ შერჩევაში, არამედ კომპანიაში დასაქმებულების მენეჯმენტის პროცესებში. HR მენეჯერმა უნდა იცოდეს ადამიანის ფსიქოლოგიის საფუძვლები.  ვფიქრობ, რომ პროფესიონალმა რეკრუტერმა უნდა იცოდეს ორგანიზაციის მართვის საკითხები, ბაზარი, რომელშიც ის სპეციალიზდება და მასში მყოფი პიროვნებები, პერსონალის ძებნისა და შერჩევის ტექნოლოგია, მიუკერძოებლობა და ფოკუსირება შედეგებზე. ვფიქრობ, რომ რეკრუტერის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილად იქნება ათვისებული ყველა ზემოთ აღნიშნული პუნქტი.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ

ადამიანის მოტივაციას, მის დამოკიდებულებას და ინტერესს  კონკრეტულ ვაკანტურ პოზიციაზე. შესაძლოა, კანდიდატს არ ჰქონდეს გამოცდილება კონკრეტულ სფეროში, თუმცა მოტივაცია და ინტერესი საკმარისია საქმის ეფექტურად ათვისებასა და საბოლოო წარმატებული შედეგისთვის.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც

რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ რეზიუმე იქნება თანმიმდევრულად და ლაკონურად შედგენილი, თუმცა არასდროს შეგვიფასებია რეზიუმე უარყოფითად მისი ვიზუალური მახასიათებლებით. ვცდილობთ, ყურადღება გავამახვილოთ დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეზე და იმაზე, თუ რამდენად თანხვედრაშია კანდიდატის მახასიათებლები ჩვენს მოთხოვნებთან.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

პირველ რიგში, მოლოდინი იმისა, რომ კომპანიაში დახვდებათ მოწესრიგებული და მეგობრული გარემო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც მისცემენ მათ საშუალებას განვითარდნენ პროფესიულად, გაიუმჯობესონ მატერიალური მხარე, ვინაიდან კანდიდატებს ვთავაზობთ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასა და კონკურენტუნარიან საბონუსე სისტემას. თითოეული კანდიდატის მომავალი კარიერული თვალსაზრისით მათ ხელშია. კომპანიის მხრიდან მუდმივი საინტერესო გამოწვევები აუცილებლად მისცემს მათ მოტივაციას თავად შექმნან და განავითარონ საკუთარი კარიერა.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს

ჩემი რჩევა იქნება, დაისახონ მიზნები და თავდაჯერებულად განაგრძონ სვლა მათ მისაღწევად. არ დაკარგონ მოტივაცია და არასდროს დანებდნენ წინაღობებს.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.