შემოგვიერთდით

ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა

22 აპრილს, 11.00 საათზე თბილისის ბოტანიკურ ბაღში იხსნება ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა. ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის” ფარგლებში World Vision საქართველოს  მიერ ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან” (APD) ერთად. ღონისძიების პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN).

გამოფენის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება წარმატებული პრაქტიკების შესახებ.

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართება ორ ეტაპად, მიმდინარე წლის 22 და 23 აპრილს:
22 აპრილს, თბილისისი ბოტანიკურ ბაღში, გაიმართება თემატური გამოფენა და პანელური დისკუსია ორგანიზაციებისათვის.
23 აპრილს, Zoom-პლატფორმის საშუალებით, გაიმართება ორგანიზაციების წარმატებული მეთოდების პრეზენტაციები, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.