შემოგვიერთდით

BAT-მ ჟურნალისტებს და ოპერატორებს საჩუქრად დამცავი ფარები გაუგზავნა

British American Tobacco-მ კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს წერილთან ერთად დამცავი ფარები გაუგზავნა.

,,ძვირფასო ჟურნალისტებო და ოპერატორებო,

თქვენი როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის  ამ კრიტიკულ დროს განსაკუთრებული და შეუფასებელია. თქვენს მიერ ვირუსის ეპიცენტრებიდან მყისიერად მიწოდებული ინფორმაცია უამრავი ადამიანის გადარჩენის ტოლფასია.

თქვენ ნამდვილი გმირები ხართ !!!

იბრძვით, დიახ იბრძვით  24/7-ზე ყველანაირ პირობებში საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.

ჩვენი კომპანიის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში გთხოვთ, მიიღოთ ბრძოლისთვის აუცილებელი ფარი.

თქვენ მუშაობთ ჩვენთვის, საქართველოსთვის !!!

გისურვებთ ჯანმრთელოიბას, გამძლეობას და ბევრ პოზიტივს” – ნათქვამია წერილში.