შემოგვიერთდით

BDO აკადემია HR მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსს იწყებს

არც სწავლის ძირია მწარე და კენწეროც არ არსებობს – ასე გადაწყვიტეს BDO აკადემიაში და მათი სტუდენტებიც ეთანხმებიან.

მუდმივ განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

BDO Academy ამჯერად ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებული პირებისთვის იწყებს 3 კვირიან სასერტიფიკატო კურსს: HR მენეჯმენტში. ტრენინგის მიზანია მსმენელებმა აითვისონ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე პრაქტიკები, გაეცნონ პროფესიონალი HR-ების გამოცდილებას ქართულ კომპანიებში და განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები.

კურსს გაუძღვებიან:

გვანცა მურღვლიანი: TBC ბანკის ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი;

ია წულაია: HR ექსპერტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის HR სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

HR hub: გვანცა მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ

გვანცა: ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი TBC-ის უკავშირდება. ამ ორგანიზაციაში თითქმის ყველა მიმართულებით მიმუშავია, ფრონტის პოზიციებიდან დაწყებული, ბიზნეს ტრანსფორმაციების, ცვლილებების მართვის, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესით დამთავრებული. განათლება მიღებული მაქვს ადამიანების, ცვლილებებისა და ცოდნის მართვის მიმართულებით შვედეთში – ლუნდის უნივერსიტეტში. 2015 წელს კი დავასრულე ოქსფორდის უნივერსიტეტი, საიდის ბიზნეს სკოლა. დღეს ვარ TBC-ის ადამიანური კაპიტალის განვითარების განყოფილების უფროსი.

ია: ამჟამად ვარ HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი და მიღებული მაქვს ფსიქოლოგიის დოქტორანტის ხარისხი ორგანიზაციული განვითარებისა და კონსალტინგის მიმართულებით. ამასთან ვარ ბიზნესის ადმინისტრირების (Vrije Universiteit Amsterdam) და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი (თსუ).

კონსულტირება გაწეული მაქვს 50-ზე მეტი ორგანიზაციისთვის. ვარ გაეროს, USAID სხვადასხვა პროგრამების, აზიის განვითარების ბანკის, NATO (PDP)-ის, GIZ-ის ორგანიზაციული პროექტების HR ექსპერტი.

მიმუშავია საჯარო სამსახურის ცალკეული HR პოლიტიკის, სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შექმნის მიმართულებით, ასევე ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან HR სისტემების განვითარების კუთხით. ამავდროულად, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის HR სამაგისტრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელიც ვარ. როგორც HR ხელმძღვანელს კი ნამუშევარი მაქვს: ტელევიზიის, ავიაციისა და საბანკო ინდუსტრიებში. კვლევითი მიმართულებით გახლავართ ჰაინრიხ ბიოლის და იაპონიის ფონდის სტიპენდიანტი.

HR hub: ვისთვის არის კურსი და რას მიიღებენ მსმენელები?

ია: კურსი განკუთვნილია დამწყები და არა მენეჯერული რგოლის HR სპეციალისტებისთვის. კურსის განმავლობაში შევეხებით HR-ის საუკეთესო პრაქტიკებს, თანამედროვე ტენდენციებსა და რაც მთავარია, საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გავუზიარებთ ტრენინგის მონაწილეებს.

გვანცა: ვეთანხმები იას, ეს კურსი შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ HR-ის კარიერას. მსმენელებისთვის საინტერესო იქნება პრაქტიკული გამოცდილებები და თეორიული ცოდნა. შევეცდებით, რომ ჩვენს კურსში დაბალანსებული იყოს ეს ორი კომპონენტი.

HR hub: რით იქნება გამორჩეული თქვენი კურსი სხვა ტრენინგებისგან? 

გვანცა: ჩვენი ტრენინგები აგებული იქნება HR-ის თანამედროვე ხედვებზე. გვინდა უფრო მეტი ვასწავლოთ ტრენინგის მონაწილეებს მსოფლიო ტენდენციებზე, თანამედროვე HR მიდგომებზე, ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობაზე კომპანიებში, მილენიალებზე და იმ გამოწვევებზე, რაც ორგანიზაციებს ექნებათ მომავალში.

ია: ჩემი აზრით, რაც ჩვენს კურსს გამოარჩევს არის საერთაშორისო აკადემიური ცოდნა და ჩვენს კარიერაში დაგროვებული ქართული გამოცდილებების კომბინირება. ჩვენი მიზანია, სწავლება მაქსიმალურად გამოსადეგი გავხადოთ მონაწილეთა შემდგომი საქმიანობისათვის და გვინდა პრაქტიკული აქცენტები დავსვათ ტრენინგ პროგრამაში. მე და გვანცა ვეცდებით სახალისოდ წარვმართოთ სწავლების პროცესი.

HR hub: რა რჩევებს მისცემდით დამწყებ HR-ებს?

ია: ჩემი რჩევაა, იყვნენ მაქსიმალურად პრინციპულები პროფესიული, ეთიკური ღირებულებების დაცვის ნაწილში, მაგრამ მოქნილები ურთიერთობებსა და სამუშაო პროცესში. HR-ის წარმატება მნიშვნელოვნადაა განპირობებული თავისი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების ცოდნით, უნარით სწორად გადათარგმნოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები საკუთარ საქმიანობაში და რაც მთავარია, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებით.

გვანცა: დამწყებ HR-ებს ვურჩევ გაიაზრონ ადამიანის როლი ორგანიზაციულ განვითარებაში და ესმოდეთ რამხელა მნიშვნელობის საქმეს ეჭიდებიან ისინი. გაითავისონ, რომ წარმატებული ორგანიზაციები ღირებულებებზე, ორგანიზაციულ კულტურაზე და ადამიანებზე დგანან. ვურჩევდი აუცილებლად გაეცნონ იმ ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებს, სადაც მუშაობენ, რადგან HR ბიზნეს პროცესის აქტიური ნაწილი უნდა გახდეს.

27 ნოემბრიდან, შეისწავლე ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხები პროფესიონალებთან ერთად.

“BDO აკადემია” მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის „ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტის“ (HRCI) მოსამზადებელი კურსების ოფიციალური პროვაიდერის (CPP) სტატუსის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ “BDO აკადემია” პირველი ოფიციალური ტრენინგ პროვაიდერია მთელ ამიერკავკასიაში, რომელიც ამ პრესტიჟული სტატუსით სარგებლობს.

BDO აკადემია

#კენწეროარარსებობს #სწავლამწყურია

  •  
  •  
  •  
  •