შემოგვიერთდით

,,BIRD”- ვიზუალურ ბრენდინგში უსასყიდლოდ დაგეხმარებათ, თუ საქართველოს ტურიზმის განვითარებას შეუწყობთ ხელს

ორგანიზაცია ,,BIRD” საქართველოში  ჩამოყალიბდა 2019 წლის ივნისში შექმნილი მოვლენების დროს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა გარკვეული შეზღუდვები დააწესა საქართველოს მიმართ, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკომონიკასა და ტურიზმზე, წარმოიშვა ბევრი ინიციატივა, ტურისტული სფეროს დასახმარებლად და განსავითარებლად. ერთ-ერთი მათგანი იყო ,,BIRD”-ც.
BIRD-ის მისიაა  ვიზუალურ ბრენდინგში იმ ახალი კომპანიების დახმარება სრულიად უსასყიდლოდ, რომლებიც საქართველოს ტურიზმს ავითარებენ. ჩვენ ვესაუბრეთ კომპანიის დამფუძნებელს დიანა ტევანიანს.

HR hub: დიანა მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ

ჩემი კომპანიის შექმნის იდეა მომივიდა მაშინ, როცა დავეხმარე კამპანია Spend your Summer in Georgia-ს ლოგოს შექმნაში. როგორც კამპანიის ავტორები ამბობენ, ლოგოს ეჭირა გადამწყვეტი მნიშვნელობა მათ იმიჯში.

აქედან მოვიდა იდეა, რომ შემექმნა დიზაინერების ჯგუფი, რომლებიც დავეხმარებით ტურიზმზე ორიენტირებულ ბრენდებს ვიზუალურ ბრენდინგში.

ჩემი ინიციატივის გამოხატვამ მიიღო დიდი გამოხმაურება, შემოგვიერთდნენ დიზაინერები, ქოფირაითერები, არტ-დირექტორები, სოც. მედია მენეჯერები და მრავალი სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

ამჟამად კომპანია ითვლის 30-ზე მეტ წევრს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და მათთან ერთად, აქტიურად მუშაობენ მოხალისეებიც!

HR hub: კომპანიას ჰქვია რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ სახელზე?

,,BIRD” არის აბრევიატურა (Birth of Inspirational Responsible Designers) და ყოველი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე BIRD ნიშნავს ჩიტს და ერთმანეთს ჩიტებსაც ვეძახით, იმიტომ რომ აუცილებლად გავფრინდებით.

HR hub: რას სთავაზობთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ტურიზმის განვითარებას ემსახურებიან?

ჩვენ ვთავაზობთ  ბრენდის ვიზუალურ გადაწყვეტილებას. ჩვენი მთავარი ორიენტირია ლოგოს დიზაინი, მაგრამ ასევე ვეხმარებით ნებისმიერი პროდუქტის შექმნაში, მაგალითად ფლაერი, აბრა, Facebook ჩარჩო და მრავალი სხვა. ჩვენი გუნდის მრავალფეროვანი კომპეტენცია და გამოცდილება გვაძლევს ბევრის საშუალებას.

HR hub: უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრათ ვის შეუძლია ისარგებლოს თქვენი სერვისით სრულიად უსასყიდლოდ?

ნებისმიერ კომპანიას, ვინც ორიენტირდება საქართველოს ტურიზმის განვითარებაზე, მაგალითად: სასტურმო, ჰოსტელი, გიდების ასოციაცია და ა.შ.

HR hub: როგორ შეიძლება დაგიკავშირდნენ?

მარტივად! მოგვწერეთ ჩვენს Facebook page-ზე: https://www.facebook.com/BIRDgeo/

  •  
  •  
  •  
  •