შემოგვიერთდით

10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით,  10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში, 14:00სთ-დან 18:00სთის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, 10 დეკემბერს, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვას წინასწარ, www.sfero.ge -ზე შეძლებთ.

კარიერის ფესტივალე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია აქ: registration-career-fest 

ჩვენ კი ვიზრუნებთ გასაუბრებისთვის შესაბამისი გარემო დაგახვედროთ და სასურველი სპიკერების მოსმენის შესაძლებლობაც მოგცეთ. დასასრულს კი სახალისო გათამაშება გაიმართება.

შეხვდი ახალ წელს, ახალი სამსახურით! თუ დასაქმება გსურს, არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან.

კარიერის ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

კიდევ რა გელოდებათ?

ადგილზე დაგხვდებათ კარიერის კუთხე, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ, გამოცდილებას გაგიზიარებენ და თქვენს კითხვებს უპასუხებენ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით.

დაგვიჯერეთ, შაბათის აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.

კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, SOFTSWISSGrant Thornton Georgiaილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისაერთო სამუშაო სივრცე KD4US.