შემოგვიერთდით

Connections – ბაზარზე ახალი რეკრუტინგული კომპანია გამოჩნდა

ბაზარზე გამოჩნდა ახალი ქართული რეკრუტინგული კომპანია Connections, რომლის დამფუძნებლებიც ნინო ხაჭაპურიძე და თამარ კიკვაძე არინ

“Connections-ის ამბავი ერთი მარტივი იდეით დაიწყო: ვაპოვნინოთ ერთმანეთი გუნდს და გუნდის მომავალ წევრს, დავაკავშიროთ ადამიანები ერთმანეთთან.
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღება ადამიანის სწორ გარემოში მოხვედრით.
ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო სამუშაო ადგილი არასდროს არის უბრალოდ სამსახური, ის საყვარელი საქმეა.
ამიტომ მოგვიყევით თქვენზე, ვინ ხართ და როგორ ადამიანს ეძებთ გუნდში. ჩვენ კი ყურადღებით მოგისმენთ, გავითავისებთ რა გჭირდებათ, მოვძებნით, მივაგნებთ და დაგაკავშირებთ ერთმანეთთან: ადამიანებს ადამიანებთან, გუნდს კი – მომავალ წევრთან.
სინამდვილეში ყველაფერი მარტივია და შედეგსაც ადვილად ვიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს რასაც ვაკეთებთ. ” – აცხადებენ კომპანიაში.
  •  
  •  
  •  
  •