შემოგვიერთდით

Cosmic Dance – სამოსი თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის

Cosmic Dance – ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც 2019 წელს დაარსდა. 

მისი მთავარი კონცეფცია ეფუძნება ხელოვნებას. ბრენდი ეხმარება ხელოვან ადამიანებს და მათი ნამუშევრები ტანისამოსზე გადმოაქვს. ჩვენ ვესაუბრეთ კომპანიის დამფუძნებელს ლაშა ალექსიძეს.

HR hub: მოგვიყევით საიდან წამოვიდა ბრენდის შექმნის იდეა?

გვინდოდა შეგვექმნა პლატფორმა ხელოვანი ადამიანებსათვის, რათა მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათ შესახებ ფართო აუდიტორიისთვის. შუამავლად შევარჩიეთ ტანისამოსი.

HR hub: რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?

სახელი ალან მურის გრაფიკური ნოველიდან პრომეთედან ავიღეთ. ამ ნაწარმოებში ავტორი სამყაროს, ტაროს არკანულ ბანქოს ახასიათებს, როგორც კოსმიურ ცეკვას მატერიალურ და არა მატერიალურს შორის. ჩვენი კომპანიაც ქმნის მატერიალურ სამოსს იმატერიული კონცეფციით.

HR hub: რა პროდუქტს ქმნით ამ ეტაპზე?

თანამედროვე ქუჩის სტილის სამოსს. პროდუქციის არჩევანი საკმაოდ დიდი გვაქვს.

HR hub: როგორ დაახასიათებდით Cosmic Dance-ს?

სამოსი თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის. ჩვენ ქართულ აუდიტორიას ვაჩვენებთ, რომ ჩვენი სამშობლო არა მხოლოდ წარსულში იყო კულტურით და ხელოვანი ხალხით მდიდარი, არამედ დღესაც არ გვაკლია ოსტატები.

HR hub: როგორ არჩევთ არტისტებს, ვის ნახატებსაც მერე თქვენს ტანისამოსში იყენებთ?

საქართველოდან ავარჩიეთ ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრები, კალიგრაფები, გრაფიკული დიზაინერები, რომელთაც საკუთარი განუმეორებელი სტილი გააჩნიათ. უცხოელ ოსტატებს კი ვარჩევთ უკვე გამოჩენილ ადამიანებს, რომლებმაც თქვეს საკუთარი სიტყვა სახვით ხელოვნებაში.

HR hub: რა უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა Cosmic Dance?

ჩვენი ბრენდი უბრალოდ ტანსაცმელს არ აწარმოებს და ინფორმაციული დატვირთვაც აქვს. სულ მალე ჩვენს ვებ-გვერდზე გამოჩნდება ბლოგ პოსტები და ვიდეო ინტერვიუები ქართველ და არა მარტო ქართველ მხატვრებთან, მუსიკოსებთან და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლებთან. ჩვენ არ გვიყვარს ჩარჩოები და არ ვიდენტიფიცირდებით, როგორც ტანსაცმლის ბრენდი. უფრო ხელოვანთა მოძრაობას წარმოვადგენთ.

HR hub: სად შეიძლება თქვენი სამოსის შეძენა?

ჩვენს მაღაზიაში, რომლის მისამართიც გახლავთ კოტე აფხაზის 18/2 (ყოფილი ლესელიძის და ყავლაშვილის გასაყარზე.) და ჩვენს ვებ-გვერდზე Cosmic-dance.org.

HR hub: სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ თქვენი პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას?

სულ მალე მთელ მსოფლიოს ექნება ჩვენი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით. ვაპირებთ დავესწროთ მუსიკალურ ფესტივალებს საზღვარგარეთ, სადაც ჩვენს პროდუქციას და მხატვრებს გავაცნობთ ხალხს.

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap