შემოგვიერთდით

“სრულიად დისტანციური მუშაობა არ მგონია კარგი იდეა, საჭიროა ბალანსი” – ალექსი ჩიქოვანი

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების შესამცირებლად კომპანიებს დისტანციურად მუშაობა უწევთ.

ზოგადად რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს დისტანციურად მუშაობას, გთავაზობთ სააგენტო LIVE-ის დამფუძნებლისა და ბრენდინგის კონსულტანტის, ალექს ჩიქოვანის მოსაზრებას.

,,ძალიან ბევრი პოსტი მხვდება დისტანციურ მუშაობაზე, ოფისი რა საჭიროა და ასე შემდეგ. ეს არა მხოლოდ ვირუსის გამო, არამედ საზოგადოდ გრძელ ვადაში, როგორც მომავალი მუშაობის კულტურა ისე განიხილება. მე მინდა ვთქვა რომ – ნამეტანი არაფერი ვარგა.

თუ ადამიანების დაინფიცირების საფრთხეა კი ბატონო და ამაზე არც ვსაუბრობ; მაგრამ მთლიანად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები.

ჩემს სუბიექტურ მოსაზრებებს ჩამოვთვლი:

1. რსებობს ასეთი ტერმინი – ყველაფერი ადამიანური (all things human) და აქ შედის ადამიანის ერთერთი უდიდესი მოთხოვნილება – მიკუთვნებიულობის სურვილი. მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით მიკუთვნებულობის უდიდესი განმსაზღვრელი მხოლოდ ის კი არ არის რაღაც ჯგუფს მიეკუთვნებოდე, მაგალითად რომელიმე ფეისბუკ გუფში იყო, ან “ეპლისტებს” ან “მორაგბეებს” არამედ პერსონალური, პირადი კავშირი ადამიანებთან ანუ ფიზიკურად რაიმე სასურველ გარემოში ყოფნა და ფიზიკური კონტაქტი გვინდა. აქედან გამომდინარე მგონია რომ 100% დისტანციურობა კოლეგებთან ფიზიკურ იზოლაციას უწყობს ხელს და ეს არ მგონია კარგი იყოს რადგან …
2. … ფიზიკური იზოლაციით შეუძლებლად მიმაჩნია კორპორატიული/ბრენდის კულტურის შექმნა, სადაც ადამიანების ერთმანეთთან ფიზიკური ურთიერთობები აქვთ, საუბრობენ, საუბრისას ხედავენ ერთმანეთის ემოციებს, ამხნევებენ ერთმანეთს და გვერდში უდგანან. და ეს ყველაფერი ციფრულად ხომ შეუძლებელია? მხოლოდ ციფრული ურთიერთობები ვფიქრობ ძალიან გააუცხოვებს ადამიანებს
3. თუ ფიზიკური კულტურა არ არსებობს მაშინ ის კომპანია ვერ იქნება შეკრული და მას არ ექნება ემოცია და სული, კი შეიძლება ციფრულად ყველამ თავისი კონტრიბუცია გააკეთოს და საბოლოო პროდუქტი თუ მომსახურება იყოს კარგი ან ძალიან კარგი, მაგრამ ეჭვი მეპარება მას ქონდეს სული, ემოცია რომლის გამოც ადამიანებს უყვართ ან პატივს ცემენ კომპანიებს/ბრნენდებს.

ვინმემ შეიძლება მითხრას:
– კაცო იქნებ არ მინდა რომ კოლეგებთან ფიზიკურად ვიკონტაქტო, სამაგიეროდ ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მექნება კონტაქტი როცა დისტანციურად ვმუშაობ. ჩემი პასუხი: ეჭვი მეპარება არ მოგინდეთ კოლეგებთან ფიზიკური კონტაქტი, რადგან ისინი არიან თქვენი კომპეტენციის შემფასებლები და დამფასებლები. და მხოლოდ მეგობრების და ოჯახის წრეში ჩაკეტვა არ მგონია კარგის მომტანი იყოს. პლიუს ამას თუ იმ ადამიანებთან ურთიერთობა არ გინდა ვინც შენს კომპანიას წარმოადგენს ესეიგი არასწორ ადგილას მოხვდი ან შენი ან ხელმძღვანელობის მიზეზით; დისტანციურად მარტო სახლიდან არავინ მუშაობს, დადიან კაფეებში, საერთო სივრცეებში, რატომ ? ესეიგი მაინც უნდათ სოციალიზაცია ხომ?
– თუ არ არის აუცილებელი ოფისში მისვლა და ისე შემიძლია სამუშაო გავაკეთო რატომ მივიდე? ჩემი პასუხი: ყველაფერში საჭიროა ბალანსი, ხან მიდი და ხან ნუ მიხვალ – თუ ამის საშუალებას კომპანია მოგცემს. მეტსაც გეტყვით, ხანდახან სახლიდან გააკეთეთ საქმე და ისე მიდით ოფისში, უბრალოდ სალაპარაკოდ.

ჩემი მოსაზრება გამოსავალზე:
სრულიად დისტანციური მუშაობა არ მგონია კაგი იდეა, საჭიროა ბალანსი, ანუ მეტი თავისუფალი პირობები ადამიანებს და არა მიჯაჭვულობა ტაბელთან და ბარათის დადებასთან.
– უნდა გადაიხედოს ოფისის კონცეფცია, როგორი უნდა იყოს ოფისი? ჩემი აზრით მომავლის ოფისი უნდა იყოს არა ოფისი, არამედ გარემო, კარგი და სასიამოვნო გარემო, ადამიანების სოციალიზაციისთვის. სადაც მისვლა არ გრთგუნავს, არამედ პირიქით.
ადამიანებო, ნუ იტყვით უარს ადამიანებთან ფიზიკურ ურთიერთობებზე, ამ შემთხვევაში კოლეგებთან ურთიერთობებზე. ეს ჩვენ გვჭირდება, როგორც ადამიაებს. რა თქმა უნდა თუ ქვეყანაში პანდემია არ მძვინვარებს მაშინ”.

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap