შემოგვიერთდით

Edutech-ახალი პლატფორმა ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით

Edutech – ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების გადაცემას ტექნოლოგიურ სფეროში.

,,ჩვენი მიზანია გავხადოთ ცოდნა ხელმისაწვდომი ყველასთვის და საშუალება მივცეთ ახალგაზრდებს დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს მსოფლიოში” – ამბობენ კომპანიაში. ჩვენ ვესაუბრეთ Edutech-ის დამფუძნებელს ზურა პერტაიას.
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ EduTech ის შექმნა?
ერთის მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ დღეს დღეობით ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი  და განვითარებადი ინდუსტრიაა, მეორეს მხრივ, ბაზარზე ბიზნესის მხრიდან  მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე. შესაბამისად გადავწყიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას.

გვსურს, რომ  რაც შეიძლება მეტ ადამიანს  საქართველოში მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და დავეხმაროთ მათ ამ ინდუსტრიაში  მოხვედრაში.

HR hub: რისგან შედგება სასწავლო კურსი?

დასაწყისისთვის სასწავლო კურსები და პროგრამები მიმართული იქნება დამწყებთათვის, ვისაც ჯერ არ აქვს რაიმე საბაზისო ცოდნა და სურს ამ სფეროში გათვითცნობიერება. შემდეგ ეტაპზე  სწავლა  იქნება პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, big data  და  ბლოკჩეინის მიმართულებით.

HR hub: ვის შეუძლია კურსებზე რეგისტრაცია და არის თუ არა გარკვეული ცოდნა საჭირო?

გამომდინარე იქიდან, რომ კურსები დონეების მიხედვით განსხვავებულია, რეგისტრაცია შესაძლებლელია ყველასთვის, როგორც დამწყებთათვის, ასევე უკვე არსებული სპეციალისტებისთვის, ვისაც სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია.

HR hub: სწავლა ფასიანია?

სწავლა არის ფასიანი, გვაქვს მოქნილი გრაფიკი და გადახდის სხვადასხვა საშუალება.

HR hub: კურსდამთავრებულებს დასაქმებას თუ ჰპირდებით?

ჩვენი კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა  ტექნოლოგიურ კომპანიასთან, რომელსაც ადამიანურ კაპიტალზე მაღალი მოთხოვნა  აქვს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ვუწევთ მათთან რეკომენდაციას.

HR hub: ზურა მოგვიყევი IT რეკრუტინგის კურსის შესახებ, რომელიც EduTech-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

IT რეკრუტინგი ეს არის კურსი მათთვის ვისაც უწევს ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანების მოძიება და დასაქმება, ვისაც სურს მიიღოს ცოდნა  ტექნოლოგიების და პროგრამირების მიმართულებით.  10 საათიანი კურსის განმავლობაში მოხდება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს დღეობით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნა პროგრამისტებზეა,  ბაზარზე საჭირო გახდა ისეთი კვალიფიციური სპეციალისტების არსებობა, რომლებმაც უნდა მოიძიონ, შეარჩიონ ადამიანური კაპიტალი ტექნოლოგიების მიმართულებით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროგრამა მათთვის, იმისათვის რომ დროის მოკლე პერიოდში, მიიღონ კვალიფიციური ცოდნა ტექნოლოგების და  პროგრამირების მიმართულებების შესახებ, და იმ სპეციფიკის შესახებ, რაც ამ სფეროს ახლავს თან.

HR hub: როდის დაიწყება რეგისტრაცია?

კურსზე რეგისტრაცია დაიწყებულია და მსურველებს შეიძლიათ დარეგისტრირდნენ https://bit.ly/37SDy39.

HR hub: აპირებთ სამომავლოდ სხვა მიმართულებით კურსების დამატებას?

უახლოეს მომავალში ვაპირებთ სხვადასხვა კურსის დამატებას, იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა დაეუფლოს ახალ პროფესიას და დასაქმდეს ტექნოლოგიების მიმართულებით.