შემოგვიერთდით

EXPO Job – ში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  10 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118, პავილიონი 3) ), 17:00-20:00 სთ-ზე Expo Job – კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით, ტრენინგ ცენტრები და განათლების სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციები.

კარიერის ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციას.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?

მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე: docs.google.com/forms 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.

იჩქარეთ, ადგილები შეღუდულია.

გადახედეთ წინა დასაქმების ფესტივალს: ვიდეო

რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

  • ორგანიზაციის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 1357 ლარი + VAT
  • თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge

კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი,  შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

  1. დასაქმებლის ფესტივალი და დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა Employer Brand Space  – წარმოდგენილი იქნება 50-მდე ორგანიზაცია, რომლებიც შეხვდებიან კანდიდატებს, გაიმართება გასაუბრებები და დასაქმება;
  2. განათლების გამოფენა, სადაც ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათი ტრენინგ ცენტრები, სადაც მოხდება კანდიდატებისთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა. ამ სივრცეში იქნებიან კერძო ტრენინგ ცენტრები, უნივერსიტეტები და სხვა განათლების სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები, რომლებიც შეთავაზებებს გააცნობენ როგორც მოსულ სამუშაოს მაძიებლებს, ასევე HR მენეჯერებს კორპორატიული ტრენინგების ნაწილში სამომავლო თანამშრომლობისთვის.
  3. სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლები მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება და მასტერკლასები. ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნონ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.

მიზანი:

კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.

გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

კანდიდატებს კი ხელი შევუწყოთ დასაქმებაში და გავაცნოთ განვითარების შესაძლებლობები.

ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 5 000-მდე კანდიდატი.

ასაკობრივი ჯგუფი:

  • 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
  • 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:

  1. კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა.
  2. დამსაქმებლის ბრენდის/საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობადობის ზრდა.

საორგანიზაციო დეტალები

ღირებულება მოიცავს:

  • თქვენ გექნებათ სივრცე სტენდის მოსაწყობად: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე.

როგორ მოვაწყოთ ჩვენი ორგანიზაციის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დასაქმების ფესტივალი.

HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.

გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: 

  1. კარიერისა და დასაქმების ფესტივალები;
  2. საყოველთაო გასაუბრება;
  3. Tbilisi Jobs;
  4. Expo Job;
  5. ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  6. ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
  7. Job Fest.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: სასტუმრო ეპიზოდი, Geosoft და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.