შემოგვიერთდით

ფერმერთა ასოციაციამ ვებ-გვერდზე ვაკანსიებისა და განცხადებებისთვის ახალი კატეგორია დაამატა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციამ www.gfa.org.ge – ზე სპეციალური კატეგორია შექმნა, სადაც 2020 წლის 15 იანვრიდან, ასოციაციის ვაკანსიები და შესყიდვებთან დაკავშირებული განცხადებები განთავსდება.

ასოციაცია სოფლის მეურნეობის სფეროს ვაკანსიებით დაინტერესებულ კანდიდატებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა მათთვის საინტერესო განცხადებებზე. ახალი კატეგორია უზრუნველყოფს ორგანიზაციის წევრების განცხადებების სასურველ აუდიტორიამდე მიტანას.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა და ამჟამად 4000-მდე ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას,  ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და  აქტიურად მონაწილეობს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროცესში. ასოციაციის ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება, შესაძლებლობების გაძლიერება და კავშირების დამყარება.

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap