შემოგვიერთდით

13 აპრილს Hiring.ge-ის პრეზენტაცია გაიმართება

13 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება ვირტუალური პრეზენტაცია HR-ებისთვის, სადაც გაეცნობით დისტანციურად დასაქმების პირველ ქართულ ბლოკჩეინ პორტალს www.Hiring.ge-სა და თვითონ კომპანია Hiring-ის საქმიანობას.

პორტალი შექმნილია თანამედროვე უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით,  იცავს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (EU General Data Protection Regulation – GDPR) და მოიცავს სრულ HR პროცესს ვაკანსიის გამოცხადებიდან აპლიკანტის დასაქმებამდე, მათ შორის ვაკანსიების გამოქვეყნება, აპლიკანტების გადარჩევა, SMS და E-Mail შეტყობინებები, დისტანციური ვიდეო გასაუბრება, თანამშრომლების მოწვევა გასაუბრებაზე და გასაუბრებების კალენდარი.

პრეზენტაციაზე გაიმართება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა საჭიროებები აქვთ (გარდა იმისა, რაც წარმოდგენილი იქნება) დამატებით HR-ებს ჰაირინგის პროცესის გამარტივებისთვის.

უკვე დარეგისტრირებული პირველი 10 HR პროექტის გაშვებისას უფასოდ მიიღებს Medium პაკეტს შესაბამისი ფუნქციონალით და შეძლებს, განათავსოს 6 აქტიური ვაკანსია 6 თვის განმავლობაში.

დარეგისტრირდი დღესვე და მიიღე მონაწილეობა მის შექმნაში: https://www.hiring.ge/ka

რეგისტრაციის შემდეგ ელ. ფოსტაზე მიიღებთ შეხვედრაზე დასასწრებ ბმულს.