შემოგვიერთდით

,,HR ბიზნეს სამიტი – გამოცდილების გაზიარებისა და კომუნიკაციის პლატფორმა” – სოფიო ლებანიძე

პსპ დაზღვევა არის HR ბიზნეს სამიტი 2019-ის წარმდგენი, რომელიც 31 მაისს, King David-ის ივენთ ჰოლში, HR hub-ის ორგანიზებით გაიმართება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge.

2017 წელს PSP დაზღვევამ მიიღო გადაწყვეტილება გადახედილიყო სტრატეგია და ხედვა. მათი ხედვაა იყვნენ მზარდი, განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია. სწორედ ამ სამ პირობას ეფუძნება ყველა ის სიახლე, რაც კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში დანერგა. ჩვენ ვესაუბრეთ პსპ დაზღვევის გენერალურ დირექტორს სოფიო ლებანიძეს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: მოგვიყევით რა სიახლეები გაქვთ პსპ დაზღვევაში?

სიახლეებში გამოვყოფ სამ მნიშვნელოვან პროექტს: Trevel + , “კრიტიკული დაავადებების დაზღვევა” და „დაზღვევის პორტალი“.

 Trevel +, ეს არის ახალი პროდუქტი, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე აქამდე არ ყოფილა. ეს არის სრულიად  ახალი და უნიკალური სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც აერთიანებს სამოგზაურო, ჯანმრთელობის, ქონების და ავტო დაზღვევის პროდუქტებს. შინაარსი  და მიზანი პროდუქტის არის შემდეგი- როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ სამოგზაუროდ ან საქმიანი ვიზიტით, საქართველოში ვტოვებ ყველაზე ძვირფასს – ოჯახის წევრებს, ქონებას და ავტომანქანას, რისი დაზღვევაც ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, როდესაც ვყიდულობ travel + პოლისს, ავტომატურად ვაზღვევ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ქონებას და ავტომობილს, ვაზღვევ ყველაფერს ერთიანად, ყოველგვარი სირთულეების გარეშე. ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც ჩემი არყოფნის დროს ყველაფერი დაზღვეულია და გაუთვალისწინებელი რისკები არ მაღელვებს,  ჩემი მოგზაურობა უფრო სასიამოვნოა,  ხოლო საქმიანი ვიზიტი მეტად წარმატებული.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის ”კრიტიკული დაავადებების დაზღვევა“, რომელიც ქართულ ბაზარზე იყო წარმოდგენილი, თუმცა არა იმ სახით, რასაც პსპ დაზღვევა სთავაზობს მომხმარებელს. პირველ რიგში, პსპ დაზღვევის პროდუქტი მეტად არის მორგებული იმ საჭიროებებზე, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, უკვე დიდი მორალური და ფინანსური ტვირთია. ყველამ კარგად ვიცით –  ონკოლოგიური დაავადებების, ინფარქტის და ინსულტის მზარდი სტატისტიკა. სწორედ ამ, ყველაზე მკაფიოდ გამოხატული დაავადებების სიხშირიდან გამომდინარე,  მოქალაქეებს ვთავაზობთ სამი ყველაზე გავრცელებული დაავადების დაზღვევას: ონკოლოგია, ინფარქტი, ინსულტი. ასევე არის ერთი განმასხვავებელი ნიშანი- სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა არა მხოლოდ სამედიცინო საჭიროებებისათვის. მარტივად, რომ ვთქვათ, მოსარგებლეს შეუძლია სადაზღვევო ანაზღაურება განკარგოს მისი შეხედულებისამებრ.

მესამე მნიშვნელოვან სიახლედ კი გამოვყოფ დაზღვევის პორტალს, რომელიც სრულიად უნიკალურია და პირველი პრეცენდენტია დაზღვევის ბაზარზე, როდესაც ელექტრონული სივრცე აერთიანებს ყველა სახის სადაზღვევო სერვისებს.  რა თქმა უნდა, სადაზღვევო ბაზარზე ელექტრონული სერვისები  ჩამოყალიბებულია, მაგრამ პსპ დაზღვევის პორტალი, აერთიანებს ყველა სასურველ სადაზღვევო სერვისს ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიახლეებისა, რაც 2018 წელს პსპ დაზღვევის მიერ განხორციელდა, თუმცა მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოვყავი სწორედ ეს სამი.

HR hub: რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული?

პსპ დაზღვევა აერთიანებს მაღალი კვალიფიციის  და განვითარებაზე ორიენტირებულ 90 მდე პირს. რა თქმა უნდა ეს მონაცემი ცვლადია და კომპანიის გაზრდა ბუნებრივია იწვევს ახალი რესუსრების და ძალების მობილიზების საჭიროებას.

HR hub: შეუძლია თუ არა თქვენთან იმუშაოს სტუდენტმა, რომელსაც გამოცდილება არ აქვს?

ჩემის ღრმა რწმენით, პსპ დაზღვევა არის კომპანია, სადაც არის პროფესიონალების გუნდი, მაგრამ ამავდროულად კომპანია, რომელიც სტუდენტებს  პროფესიონალებად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. სადაზღვევო სფეროში ვერ ვიხსენებ სხვა ანალოგიურ პროექტს, რომელიც თავის დროზე პსპ დაზღვევამ ჩამოაყალიბა. 2017 წელს სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთობლივად  შევქმენით პროექტი „ისწავლე და იმუშავე პსპ დაზღვევაში“. იდეა სწორედ ეს არის, რომ სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა პრაქტიკულად ნახონ დაზღვევის კომპანიის თავისებურებები, შეისწავლონ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები და რაც მთავარია, ეს პროექტი ითვალისწინებს მოკლე კურსს დაზღვევის სფეროში. კერძოდ, 3 თვიანი სამუშაო სტაჟირების ფარგლებში შედგენილი გვაქვს   მოკლე კურსი, რომელსაც  უძღვებიან კომპანიის დირექტორატის წევრები.

შესაბამისად, თქვენს კითხვაზე პასუხი მარტივია, დიახ, პსპ დაზღვევაში სტუდენტებისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს, მოთხოვნებს და რაც მთავარია ვართ კეთილგანწყობილი კომპანია, რომ სტუდენტებს მივცეთ საშუალება გადადგან პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები კარიერაში.

HR hub: თქვენ, წელს ხართ HR ბიზნეს სამიტის წარმდგენი. რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიების პარტნიორი ყოფილიყავით?

რაც შეეხება მიზეზს, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. გულახდილად ჩამოვაყალიბებ კომპლიმენტებს და რა თქმა უნდა  ობიექტურია ეს  კომპლიმენტები.  ვფიქრობთ, რომ HR Hub-ის პლატფორმა არის ძალიან საინტერესო, მაგრამ უფრო თვალსაჩინოა ამ გუნდის კრეატიულობა  და  პროგრესულობა. HR Hub -ის გუნდი რომ გავიცანი, მივხვდი, რომ მათთან ერთად საინტერესოა მუშაობა და უფრო მეტიც, დიდია არაბანალური და განსხვავებული პროექტების წამოწყების შესაძლებლობები. მე, როგორც დაზღვევის ბიზნესში ჩართულმა ადამიანმა, სადაც მთავარია რისკის შეფასება, მივხვდი, რომ ამ გუნდთან და ამ პლატფორმასთან თანამშრომლობა, რისკი არ არის და შესაძლებელია საინტერესო ხელშესახები შედეგების მიღება.

დამატებით დავასაბუთებ გადაწყვეტილებას ბიზნეს რაციონალობის თვალსაზრისით. სადაზღვევო კომპანიებისათვის HR-ებთან კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც დღეს, კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა, უკვე აღარ არის ფუფუნება და უფრო და უფრო იზრდება  HR -ების ჩართულობა მზღვეველი კომპანიების შერჩევაში. ჩვენი მიზანია, რომ HR Hub -ის პლატფორმის მეშვეობით, ჩამოვაყალიბოთ ეფექტური კომუნიკაცია HR-ებთან. გავაცნოთ კომპანია, გავუზიაროთ ჩვენი ღირებულებები და საქმისადმი დამოკიდებულება.

HR hub: როგორ იქნება კომპანია სამიტზე წარმოდგენილი?

გვინდა ვიყოთ კრეატიულები და განსხვავებულები, მაგრამ ამავდროულად მოკრძალებულად წარმოდგენილები. ვფიქრობ, რომ პსპ დაზღვევამ კომპანიებს და დაზღვევით დაინტერესებულ პირებს, პირველ რიგში უნდა ჩამოუყალიბოს აზრი კომპანიის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაზიაროთ კომპანიის ხედვა და ღირებულებები. გავუზიაროთ ჩვენს არსებულ და პოტენციურ პარტნიორებს ინფორმაცია პროდუქტების შესახებ. საბოლოო მიზანი არის ეფექტური კომუნიკაციისა და საინტერესო ერთობლივი პროექტების და თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

პსპ დაზღვევა გეგმავს მოაწყოს კომფორტული  სივრცე  დაინტერესებულ პირებთან პირისპირ კომუნიკაციისათვის.  ვიქნებით წარმოდგენილები პანელურ დისკუსიაში და საგამოფენო სივრცეში. ასევე გვექნება ძალიან საინტერესო ვორქშოფი.

არის კიდევ გარკვეული გეგმები, მაგრამ ამას საინტერესო და სასიამოვნო მოულოდნელობის ეფექტად დავიტოვებთ.

HR hub: რა თემას დაეთმობა თქვენი ვორქშოფი?

ბოლო პერიოდში, საკანონდებლო სივრცეში, ნორმატივების სახით შემოდის სავალდებულო დაზღვევის სახეობები ბევრი ბიზნეს სუბიექტი, სწორედაც რომ ამ რეგულირების ქვეშ ექცევა. პსპ დაზღვევა უკვე საკმაოდ დიდი ორგანიზაციების მზღვეველია,  გვაქვს გამოცდილება მსხვილ კომპანიებთან  5 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობის. სავალდებულო დაზღვევის სახეობებთან მიმართებით ჩვენი კლიენტები და პარტნიორები კონსულტაციებს გადიან ჩვენთან. ამის გამო  ცხადი გახდა ჩვენთვის, რომ სავალდებულო დაზღვევის სახეობებზე  არაერთგვაროვანი მოსაზრებები და მიდგომები არსებობს. პსპ დაზღვევის ვორქშოპი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სწორად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ცოდნა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და სავალდებულო დაზღვევის სახეობების შესახებ. ეს ჩვენი აზრით, იქნება ძალიან პრაქტიკული და მნიშვნელოვანი თემა სამიტზე.

HR hub: რას ეტყოდით მკითხველს, რატომ უნდა დაესწრონ HR ბიზნეს სამიტს?

ზემოთ უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი აზრით, ეს არის საინტერესო პლატფორმა, რომელსაც კრეატიული და პროფესიონალი გუნდი ავითარებს. თანამედროვე ბიზნეს გარემოში საკომუნიკაციო სივრცე და ფორმატი უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. პირველ რიგში  ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან პროგრესული და კრეატიული პლატფორმა სწორი და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებისათვის. მეორეს მხრივ, ნებისმიერ საქმიანობაში მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, ახალ ველოსიპედს აღარავინ იგონებს, და საკუთარ შეცდომებზე სწავლების დროც აღარ არის, ამდენად, გამოცდილების გაზიარებისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. მიზეზები, თუ რატომ უნდა დავესწროთ სამიტს  კიდევ ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, თუმცა გამოვყოფ ამ ორს – კომუნიკაციის პლატფორმა და გამოცდილების გაზიარება. ჩემი აზრით ეს ორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, როგორც ბიზნესის, ასევე  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.