შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი 2024 – 5 ივლისს, ბაკურიანში, Rooms Hotel Kokhta-ში ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 5 ივლისს,  ბაკურიანში, Rooms Hotel Kokhta-ში წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2024, მეშვიდედ ჩატარდება. 

მთელი დღის განმავლობაში მონაწილეები დაესწრებიან ვორქშოპებს, მასტერკლასებს, მოისმენენ სპიკერების გამოსვლებს და სხვადასხვა საინტერესო და სათავგადასავლო აქტივობებში ჩაერთვებიან. ტრადიციულად, გაიმართება გათამაშებებიც.

რამდენიმე სცენა, სპიკერები, ნეთვორქინგი, მოულოდნელი ამბები, დიდი საერთო თავგადასავალი – აი რა გელოდებათ წლევანდელ სამიტზე.

HR ბიზნეს სამიტზე რეგისტრირებული ყველა დელეგატი მიიღებს ინსტრუქციას განრიგის, აქტივობებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.  წინ დიდი თავგადასავალი გელით.

როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებით.

ჯერ იქნება ვორქშოფები და საღამოს, ღია ცის ქვეშ, ტერასაზე – სცენას სპიკერები დაიკავებენ.

HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა ,,მომავლის HR/Future of HR” იქნება. დავფარავთ საკითხებს, რომლებიც მომავალში აქტუალური იქნება HR მენეჯმენტში. სწორედ ამის გარშემო დაიგეგმება სპიკერების გამოსვლები და სხვადასხვა აქტივობა.

წელს დელეგატები “დროში იმოგზაურებენ” და აღმოჩნდებიან არა, HR ბიზნეს სამიტი 2024-ზე, არამედ “HR ბიზნეს სამიტი 2034-ზე”. რაც იმას ნიშნავს, რომ სპიკერები მომავლის ჭრილიდან, “დღეს რომ 2034 წელი იყოს” პოზიტიური რეალობის ხედვიდან ისაუბრებენ, რადგან დღეს ორგანიზაციებში სწორედ ყველაზე ხშირად აქტუალურია ახალი ხედვის შემუშავება, მენეჯმენტის და გუნდის წევრების გაერთიანება მისიის გარშემო, თანამშრომელთა მოტივაციის და პროდუქტიულობის ამაღლება. პოზიტიური აზროვნება კი ძალიან გვეხმარება ცვლილებებსა და სასურველი სამომავლო რეალობის შესაქმნელად.

რატომ უნდა დავსწროთ ღონისძიებას ?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;
  • აღმოაჩენთ საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში;
  • მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებსა და ნეთვორქინგ აქტივობებში;
  • გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;
  • შეხვდებით ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;
  • გაიცნობთ და გაეცნობით ადამიანებს თქვენი სფეროდან;
  • დაათვალიერებთ საგამოფენო სივრცეში მოწყობილ სპეციალურ სტენდებს, სადაც წარმოადგენენ თქვენთვის საინტერესო სერვისებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები  

ბილეთების შეძენა შესაძლებელია 20 ივნისამდე.

ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია  20 ივნისამდე.

თუ დარჩენას აპირებთ, თქვენ შეგიძლიათ Rooms Hotel Kokhta-ში ოთახის სპეციალური ფასით დაჯავშნა ამ საიტზე: Rooms Kokhta

შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად! 

HR ბიზნეს სამიტის განრიგი

  • 12:30 ღონისძიების გახსნა;
  • 13:00 ენერგიით დასამუხტი სადილი;
  • 15:00 Workshop-ები და დროში მოგზაურობა;
  • 18:00 ყავასთან/ჩაისთან ერთად “ჟღურტული”;
  • 19:00 გაფრენა – Flying to the Moon;
  • 20:00 სპიკერების გამოსვლა;
  • 22:00 ღონისძიების დახურვა.

HR ბიზნეს სამიტი 2024 – ის სპიკერები:

  1. სანდრო ჯეჯელავა – ფლომასტერის დამფუძნებელი და დირექტორი
  2. პაატა პაპავა – თიმბოუთის მმართველი პარტნიორი
  3. ხათუნა ტუღუში –  Rooms People’s Department დირექტორი
  4. ელენე ოთარაშვილი – სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი; საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი.
  5. შოთა ჩინჩალაძე – ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი
  6. ირინა მაისაია – აგროჰაბის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  7. დაემატება

სამუშაო შეხვედრები/ვორქშოპები:

  1. თიმბოუთი;
  2. მედეა ტაბატაძე – ორგანიზაციული განვითარებისა და HR კონსულტანტი;
  3. Geosoft Google Cloud Partner
  4. Signify;
  5. ფლომასტერი;
  6. Self HR
  7. სხვა ვორქშოფებიც მალე დაემატება.

რატომ უნდა დაესწრო HR ბიზნეს სამიტს?

  • იყო შენი სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;
  • აღმოაჩინო საუკეთესო პრაქტიკები HR სფეროში;
  • გაეცნო მიმდინარე სიახლეებს;
  • შეხვდე ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;
  • გაიცნო და გააცნო თავი ადამიანებს შენი სფეროდან;
  • დაათვალიერო საგამოფენო სივრცეში მოწყობილი სპეციალური სტენდები, სადაც წარმოადგენენ თქვენთვის საინტერესო სერვისებსა და სპეციალურ შეთავაზებებს;

გადახედეთ რა ხდებოდა წინა წლებში HR ბიზნეს სამიტზე:

  1. HR Business Summit 2023 2. HR Business summit 2022 3. HR Business summit 2021 4.HR Business summit 2020 5.HR Business summit 2019 6.HR Business summit 2018

ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!

ღონისძიების მხარდამჭერები არიანგლობალ ბენეფიტსი ჯორჯია Self.HR Teamboat  სამუშაო სივრცე NETWORK Rembow. რემბოუ