23 აპრილს HR hub – ში ოფიციალური წევრებისთვის რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა და მას სასტუმრო “ციტრუსმა” უმასპინძლა.
მოწვეული მენტორები იყვნენ:
1. ნინა ბართაია – აჭარა ჯგუფის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “HR – ის როლი კომპანიის წარმატებაში”.
2. ზურა მხეიძე – ფსიქოლოგი. თემა: “სტრესის გამომწვევი მიზეზები ორგანიზაციაში”.

HR hub – ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ წევრებისთვის არის შესაძლებელი.
სტატიის მომზადების თარიღი: 25 აპრილი 2016