შემოგვიერთდით

HR hub-ის 2019 წლის პირველი ღონისძიება 26 იანვარს ბაკურიანში გაიმართება

HR hub-ის ღონისძიება 26 იანვარს, ,,საფირი სასტუმრო & სპა ბაკურიანში“ ჩატარდება.

შეხვედრის პირველ ნაწილს გაუძღვება ხათუნა მარწყვიშვილი-ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე, საქართველოს პოზიტიური ფსიქოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის ისაუბრებს როგორ გვეხმარება ემოციური ინტელექტი გავუმკლავდეთ სტრესს და მივაღწიოთ წარმატებას სოციალურ ურთიერთობებში, აკადემიურ სფეროსა და კარიერაში.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა ძალიან საინტერესო აქტივობებს, თემაზე – ,,გადამწყვეტი საუბრები“, რომელსაც „დეველორ საქართველოს“ სწავლებისა და განვითარების დირექტორი და პარტნიორი ნინა გოგოლაძე გაუძღვება.  ნინას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მმართველ პოზიციებზე მუშაობის, თხუთმეტწლიანი გამოცდილება და სწავლების თვრამეტწლიანი პრაქტიკა აქვს.

„გადამწყვეტი საუბრების“ პროგრამის სრული კურსი ორიენტირებულია იმის სწავლებაზე, თუ როგორ ვმართოთ სხვადასხვა ტიპის რთული სიტუაცია სამსახურეობრივ და პირად კონტექსტში – მაგალითად, როგორ მოვახდინოთ კონსტრუქციული რეაგირება კონფლიქტურ სიტუაციაში, როგორ ვთქვათ „არა“, როგორ შევატყობინოთ ადამიანებს უარყოფითი სიახლე, მივცეთ უკუკავშირი და „შენიშვნა“ ისე, რომ ეს იყოს არა თუ გასაგები, არამედ მისაღებიც.

ჰაბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ სადემონსტრაციო ტრენინგის ფარგლებში, გაეცნონ 3 ძირითად მიმართულებას:

  • კომუნიკაციის 3 სტილი
  • ადამიანის ეგო-სტატუსები და მათი გავლენა ურთიერთობებზე
  • ასერტიული „არა“

ღონისძიებაზე დასასწრებად, გადადით ბმულზე: https://bit.ly/2Hjh4jh და დარეგისტრირდით 24 იანვრამდე.

შეგახსენებთ ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის არის შესაძლებელი.  თუ ჯერ არ ხართ ჰაბის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ:  https://goo.gl/gHsRxu

HR hub-ის 2019 წლის სეზონის სპონსორია პალიტრა მედია ჰოლდინგი.

 

  •  
  •  
  •  
  •