შემოგვიერთდით

HR hub King David-ის სამუშაო სივრცეში KD4US გადავიდა

ინოვაციური ჰაბი HR სფეროში, სამუშაო ადგილს იცვლის.  დღეიდან HR hub-ის ოფისი KD4US-ში განთავსდება. 

KD4US  ეს არის ახალი საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც მრავალფუნქციურ კომპლექს King David-შია განთავსებული.  KD4US კვირის ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში ღიაა. აქ შეხვდებით როგორც ღია სამუშაო ადგილებს, ასევე ინდივიდუალურ „ბოქს ოფისებს“.

ვფიქრობთ, რომ ოფისი კომპანიის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი თანამშრომლები აქ თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ეს არის სამუშაო სივრცე, სადაც დაღლილობის გარეშე შესაძლებელია “დიდ იდეებზე” ფიქრი.

სწორედ აქედან ჩვენ თქვენთვის შევქმნით:

  • HR hub-ის ყოველთვიურ ღონისძიებებს;
  • HR ბიზნეს სამიტს;
  • #HRhubNext-ს – მომავალი HR მენეჯერების ინოვაციური ჰაბიც, აქედან აღმოაჩენს და განავითარებს მომავალ HR მენეჯერებს, ტალანტებს;
  • www.hrhub.ge – აქედან გაცნობებთ ამ სფეროს მთავარ ამბებს, აღმოვაჩენთ საუკეთესო პრაქტიკებსა და პროფესიონალებს HR სფეროში;
  • www.studentjob.ge – აქედან შევუწყობთ ხელს კომპანიებისთვის ახალგაზრდა ტალანტების ძებნა/განვითარებას;
“წისქვილი ქეითერინგი”

„KD4US-ის” სამუშაო სივრცის  დიზაინი მაქსიმალურ კომფორტულ და მყუდრო გარემოს ქმნის. რაც მთავარია ეს არის ადგილი, რომელიც არა მხოლოდ კომფორტულად მუშაობის, არამედ განტვირთვის საშუალებასაც მოგცემთ.

სამუშაო სივრცე
მოსასვენებელი ზონები
სამუშაო სივრცე
შეხვედრების ოთახი
ღონისძიებების დარბაზი

ჩვენ შევეცდებით პერიოდულად მოგაწოდოთ, KD4US-ის ამბები და უკეთ გაგაცნოთ ჩვენი სამუშაო სივრცე.

 

  •  
  •  
  •  
  •