შემოგვიერთდით

HR hub Next-ში ახალი წევრების მიღებისა და პირველი ნაკადის მონაწილეებითვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა

21 თებერვალს, ღია უნივერსიტეტში, HR hub Next-ის პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სერტიფიკატები გადაეცა HR hub Next-ის პირველი ნაკადის ყველა მონაწილეს.

ასევე სიმბოლური ჯილდო გადაეცა პროექტის სპონსორს – სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმს“ და მხარდამჭერებს – გლობალურ კვლევით-საკონსულტაციო კომპანია ,,ეისითის“ და პალიტრა მედია ჰოლდინგს.

პროექტის ორგანიზატორებმა, ღონისძიებაზე HR hub Next-ის მეორე ნაკადის მენტორები წარადგინეს. მათ  ლოტოტრონის მეშვეობით, საკუთარი ჯგუფის წევრები შეარჩიეს. თოთოეულ მენტორთან 4-5 ადამიანი განაწილდა. 2 თვის განმავლობაში მათ უშუალო კომუნიკაცია ექნებათ მენტორებთან, მიიღებენ რჩევებს პიროვნული და კარიერული ზრდის ნაწილში და დიდ პრაქტიკულ ცოდნას დააგროვებენ.

საღამოს არაოფიციალური ნაწილი მუსიკალური გაფორმებითა და ტორტის გაჭრით დასრულდა.

შეგახსენებთ, HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პირველ ნაკადში 55 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი დაესწრენენ 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც 10 კომპანიის HR მენეჯერმა ჩაატარა. ასევე ჰყავდათ მენტორი, რომელიც გამოცდილებას უზიარებდა.

HR hub Next-ის მეორე ნაკადის შეხვედრები ღია უნივერსიტეტში ჩატარდება. შეგახსენებთ პროექტის უცვლელი წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და  მედია მხარდამჭერი –  პალიტრა მედია ჰოლდინგი.

  •  
  •  
  •  
  •