შემოგვიერთდით

სად გავიაროთ კარგი HR კურსი?!

მეოთხე წელია HR hub – მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა.ინოვაციური სასწავლო ცენტრი უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ და მოქმედ HR მენეჯერებს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და ახალ-ახალი ცოდნის მიღებით, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.

ახლა კი, გვინდა მოგიყვეთ ჩვენი პრაქტიკული, განვითარებაზე ორიენტირებული კურსის “ადამიანური კაპიტალის მართვა 2024” შესახებ.

კურსი მოიცავს ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს.

ვინ იქნება ტრენერი?

კურსს გაუძღვება თიკო ჯანაშვილი. Grenoble School of Management – ის მაგისტრი. კავკასიის ავტო იმპორტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამავე პოზიციაზე მუშაობდა Helmes Georgia -ში.   2011-2022 წლებში კი – Japan Tobacco International -ში People & Culture Business Partner – ის პოზიციაზე. ორივე კომპანია მრავალი წელია ტოპ დამსაქმებლის სტატუსს ფლობს.

ვისთვისაა კურსი?

კურსი განკუთვნილია:

  • მოქმედი HR მენეჯერებისთვის,
  • რეკრუტერებისთვის;
  • დამწყები HR სპეციალისტებისთვის;
  • ორგნიზაციების დამფუძნებლებისა და დირექტორებისთვის;
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

დარეგისტრირდით: forms.gle/XEhvyoR9sfaqdExi7

და მობრძანდით უსაზღვრო შესაძლებლობების HR სამყაროში.

როდის იწყება და რა ხანგრძლივობისაა?

კურსი დაიწყება სექტემბერში და მოიცავს 8 შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათსა და პარასკევს 19:00 საათზე სასტუმრო ეპიზოდში პეკინის 41 (გაგარინის მოედანზე) ჩატარდება. თოთოეული ლექცია 2 საათიანია.

შესაძლბეია კურსის ონლაინ გავლაც.

სილაბუსი

 შეხვედრა 1  (2 საათი) 19:00

  • ადამიანური კაპიტალის მართვა – მეცნიერება ადამიანზე, ზრუნვაზე, დაფასებაზე და სიყვარულზე;
  • HR ბიზნეს პარტნიორის როლი და ფუნქციები;
  • დამსაქმებლის ბრენდი;
  • სტრატეგიული HR.

შეხვედრა 2  (2 საათი) 19:00

  • სამუშაო აღწერილობის მომზადება;
  • ტალანტების მოზიდვა და შერჩევის სწორი მეთოდები;
  • გასაუბრება;
  • ახალი თანამშრომლის პირველი  შთაბეჭდილება და შეხვედრა გუნდთან. ონბორდინგი;
  • პროფაილინგი.

შეხვედრა 3 (2 საათი) 19:00

  • HR ადმინისტრირება.

შეხვედრა 4  (2 საათი) 19:00

  • სამოტივაციო სისტემები;
  • კომპენსაციები და ბენეფიტები.

შეხვედრა 5  (2 საათი) 19:00

  • სამუშაო ეფექტინაობის მართვა;
  • თანამშრომელთა ბედნიერების ინდექსი.

შეხვედრა 6 (2 საათი) 19:00

  • თანამშრომლების ჩართულობის კვლევები და კვლევის შედეგების დამუშავება.

შეხვედრა 7  (2 საათი) 19:00

  • კორპორატიული კულტურა;
  • მრავალფეროვნება და ინკლუზია;
  • უკუკავშირის კულტურა;
  • დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო გარემო.

შეხვედრა 8 (2 საათი) 19:00

  • შეფასების სისტემა;
  • სწავლება და განვითარება.

რა პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს კურსი?

კურსი მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ კომპონენტებს: გასაუბრების სიმულაცია, პროფაილინგის დემოები, HR კვლევები, EVP, განვითარების გეგმა პრაქტიკაში და ა.შ.

კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?

კურსის ღირებულებაა 830 ლარი დღგ-ს ჩათვლით. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.

ონლაინ იქნება თუ პირისპირ?

ლექციები ჩატარდება პირისპირ, თუმცა შესაძლებელია კურსის ონლაინ გავლაც. არჩევანი თქვენზეა.

გაიცემა სერტიფიკატი?

სერტიფიკატი გაიცემა.

რატომ HR მენეჯერის პროფესია?

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, HR მენეჯერებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, ასევე მზარდია ფასეულობა, რასაც ისინი ორგანიზაციისთვის ქმნიან, შესაბამისად იმატებს სახელფასო ანაზღურებაც.

HR მენეჯერის, როგორც HR ბიზნეს პარტნიორის როლი და ფუნქცია ორგანიზაციაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი Top მენეჯმენტთან ერთად ზრუნავენ ორგანიზაციის ზრდასა და წარმატებაზე და მის ყველაზე ფასეულ აქტივზე – ადამიანურ კაპიტალზე.

იჩქარეთ! კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გამოიყენეთ კარიერული განვითარების ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!