შემოგვიერთდით

JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია

JTI (Japan Tobacco International) საქართველოში 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელი გახდა.

კომპანიამ ჯილდო მიიღო როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, აზიაში და გლობალურად
საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატი ენიჭებათ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს გამორჩეულ სამუშაო პირობებს სთავაზობენ და მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლებს მოიაზრებენ. JTI-მ ეს სტატუსი 2014 წლიდან დღემდე უკვე მეშვიდედ მოიპოვა.

როგორ იღებს კომპანია საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს?

საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატის მოსაპოვებლად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, რომელსაც ადგენს დამოუკიდებელი HR სერტიფიცირების კომპანია Top Employers (საუკეთესო დამსაქმებლის) ინსტიტუტი. კომპლექსური კვლევის მეშვეობით ხდება კომპანიების შეფასება ადამიანური რესურსების საუკეთესო პრაქტიკების გამოსავლენად. 100-პუნქტიანი კითხვარი დეტალურად იკვლევს შემდეგ მიმართულებებს: ტალანტების განვითარების სტრატეგია, ადამიანური რესურსების დაგეგმვა, ნიჭიერი კადრების მოზიდვა, მათი ადაპტაცია (Onboarding), სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, ლიდერობის განვითარება, კარიერის მართვა, კომპენსაციები და ბენეფიტები და კულტურა.
მსოფლიოს მასშტაბით Top Employers ინსტიტუტის სერტიფიკატი და საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მოპოვებული აქვს 1600-ზე მეტ კომპანიას 119 ქვეყანაში.
კონსტანტინ ფედოროვი, გენერალური დირექტორი JTI კავკასია და ბელარუსი: „საუკეთესო დამსაქმებლის პრესტიჟული ჯილდო იმ მაღალი სტანდარტების აღიარებაა, რასაც საკუთარ თავს ვუწესებთ იმისათვის, რომ შევქმნათ მართლაც გამორჩეული პირობები თანამშრომლებისთვის. ჩვენ მუდამ გაუმჯობესებაზე და ინოვაციაზე ვართ ორიენტირებული, თუმცა მთავარი, რის გამოც JTI საუკეთესო დამსაქმებელია, ჩვენი თანამშრომლებია. ეს მათი დამსახურებაა.“

JTI-ს შესახებ
JTI წამყვანი საერთაშორისო თამბაქოს და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მას ეკუთვნის მსოფლიოში ნომერი მეორე ბრენდი Winston და Camel (აშშ-ს გარდა). მის პორტფელში შედის ასევე ბრენდები Sobranie, Mevius და LD. JTI მსხვილი მოთამაშეა გახურებადი თამბაქოს კატეგორიაშიც ბრენდებით Logic და Ploom. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში. მსოფლიოში სულ 45 000-მდე თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში JTI-ში დაახლოებით 110 თანამშრომელია. JTI არის Japan Tobacco-ს კომპანიების ჯგუფის წევრი. www.jti.com
კარიერული შესაძლებლობებისათვის დარეგისტრირდით აქ: https://jobs.jti.com

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap