შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – “ლუკოილ ჯორჯიას” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება.

სამსახურის მაძიებლები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ლუკოილ ჯორჯიას HR მენეჯერის სოფო მშვენიერაძის  ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ლუკოილ ჯორჯიას კორპორატიული კულტურა ემყარება თანამშრომელთა ურთიერთპატივისცემას და  პროფესიონალიზმს.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

აფასებდე ადამიანებს უნარებს და აძლევდე საშუალებას გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

რამდენად მოტივირებულია კანდიდატი.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

არასდროს თქვა არასდროს.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

კარიერული ზრდის, ბევრი სიახლის მიღების და პოზიტიურ სამუშაო გარმოში მოხვედრის.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

ბოლომდე მიჰყევით საკუთარ მიზნებს და გახსოვდეთ, რომ ყოველი წარუმატებელი გასაუბრება მხოლოდ და მხოლოდ წარმატებისკენ მიმავალი გზაა.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან ასევე: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, GoandGrowGrant Thornton Georgia და რადიო იმედი.