შემოგვიერთდით

namqy.ge – LIVE სწავლების პირველი ინოვაციური პლატფორმა საქართველოში

ჩვენს დროში ონლაინ სწავლება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გვიხარია, რომ საერთო ტემპს საქართველოც არ ჩამორჩება და ონლაინ სასწავლო პლატფორმები ჩვენთანაც ვითარდება. გვინდა გიამბოთ namqy.ge-ის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს რამდენიმე მეგობრის მიერ შეიქმნა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინოვაციური პროდუქტია. ჩვენი რესპონდენტი  namqy-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კენჭუაშვილია.

HR hub: გიორგი მოგვიყევი რა არის namqy?

Namqy არის LIVE სწავლების პლატფორმა, რომლის გამოყენებითაც ტრენერს შეუძლია გააზიაროს ცოდნა მისთვის სასურველი ადგილიდან ხოლო მსმენელებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა იქ სადაც იქნებიან. Namqy ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას აძლევს ჩართული იყვნენ ლექციის მიმდინარეობაში ისე, როგორც რეალურ სასწავლო ცენტრში ხდება, ერთი უპირატესობით ტრენინგის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა დედამიწის ნებისმიერი ადგილიდან ჩაერთონ ლექციის მიმდინარეობაში, ატვრითონ ფაილები გაიცნონ სხვა მსმენელები ნახონ ტრენერის პრეზენტაცია, ასევე უყურონ ტრენერს, დაუსვან კითხვა და აშ.

HR hub: საიდან გაჩდა მისი შექმნის იდეა?

იდეა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ მეგობრებს დაგვებადა, რომლებმაც დავაარსეთ კიდეც აღნიშნული პლატფორმა, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა.

HR hub: ვისთვის არის განკუთვნილი ეს პლატფორმა?

აღნიშნული პლატფორმა არის ტრენერებისთვის, რათა საკთარი ცოდნა გააზიარონ ახლა უკვე არა ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე არამედ დედამიწის ნებისმიერ ადგილას, ასევე მსმენელებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ცოდნა ახლა უკვე ძალიან ხელსაყრელად, მსმენელს შეუძლია სმარტფონითაც ჩაერთოს ლექციის მიმდიანრეობისას.

HR hub: რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენთან განათავსონ ტრენინგები?

საჭიროა დაგვიკავშირდეს დაინტერესებული პიროვნება info@namqy.ge, 555132000 ან სოციალურ ქსელში, შემდეგ გვაქვს პროცედურები რომელსაც ინდივიდუალურად გავდივართ. ეს იქნება მსურველის სურათი, CV, ტრენინგის სილაბუსი და ა.შ.

HR hub: უამრავი ონლაინ სწავლების პორტალია. რით გამოირჩევა namqy?

თქვენივე კითხვას დავესესხები დიახ უამრავი ონლაინ სწავლების პორტალია, Namqy იძლევა უკუკავშირის შესაძლებლობას განსხვავებით Online_სწავლებისა.

HR hub: როდის ჩაეშვება საიტი აქტიურად?

ჩვენ უკვე აქტიურად ვართ წარმოდგენილი. დაანონსებულია რამდენიმე ტრენინგი, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ტრენინგ ცენტრსა და ტრენერთან.

 

  •  
  •  
  •  
  •