შემოგვიერთდით

ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქებისა, ბენზინ გასამართი სადგურებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილილებებისა, დაიხურება.

მოსალოდნელია კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა. შესაბამისად უსაფრთხოების საბჭომ საჭიროდ მიიჩნია ზომების გამკაცრება.

,,ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ…

ჩვენ გადავდივართ შიდა გავრცელების ახალ ეტაპზე. ჩვენი მიზანია ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ, რათა ექიმებს მივცეთ საშუალება სწრაფად და ეფექტურად ებრძოლონ ეპიდემიას…

მაქსიმალურად ეცადეთ დარჩით სახლში. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ დავტოვებთ ჩვენს სოციალურ სივრცეს. განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო და უახლოესი დღეებიდან საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც აწვდიდა ჩვეულებრივი ცხოვრების დროს” – განაცხადა პრემიერმა.

სხდომაზე საუაბრი იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც.  გიორგი გახარიას განცხადებით ჯერ ამის საჭიროება არ არის, თუმცა როგორც კი ეს აუცილებელი გახდება, ქვეყანა გადავა საგანგებო მდგომარეობაზე.

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap