შემოგვიერთდით

SavvY – ახალგაზრდების დასაქმების საკითხის კვლევას ატარებს

მიმდინარე წელს, საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით იქმნება ახალი სააგენტო, რომლის მიზანი არის ახალგაზრდებისთვის უკეთესი სოციალური და ეკონომიკური გარემოს შექმნა, მათი გააქტიურება და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ახალგაზრდული ეკონომიკა.

სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, სააგენტოს დაკვეთით, საკონსულტაციო კომპანია SavvY-მ შეიმუშავა მოკლე კითხვარი, რომლის მიზანიცაა ეკონომიკურად აქტიურ ახალგაზრდებთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოჩენა დასაქმების ჭრილში.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ლინკზე.

  •  
  •  
  •  
  •