შემოგვიერთდით

START in HR – საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტმა სტუდენტური პროგრამა შექმნა

საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტუდენტურ პროგრამას START in HR.

პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

1.     გაეცნონ საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის სხვადასხვა მიმართულების საქმიანობას,

2.     იმუშაონ გამოწვევებით სავსე, საინტერესო გარემოში,

3.     მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება, შეასრულო ღირებული ფუნქციები,

4.  ჰყავდეთ მენტორი, რომელიც სპეციფიკური დავალებებისა და უკუკავშირის საშუალებით დაგეხმარება პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში

რას გულისხმობს START in HR?

სტუდენტური პროგრა 6 თვე გრძელდება. დაინტერესებულ ადამიანებს მონაწილე მიმართულებების (რომელ მიმართულებაში აინტერესებებთ და სურთ გამოცდილების მიღება და საქმიანობის აღწერა) არჩევა შეუძლიათ:

1. ტალანტების მოზიდვის სამსახური:

კომპანიაში არსებული ვაკანსიების ოპერატიული შევსების უზრუნველყოფა, საკვანძო პოზიციების სტუდენტური პროგრამების შექმნა, კანდიდატებისათვის საუკეთესო გამოცდილების ფორმირება, დამსაქმებლის იმიჯზე მუდმივი ზრუნვა.  

2.ადმინისტრაციული სერვისების სამსახური:

ახალი თანამშრომლის დანიშვნასა და როტაციებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება და მართვა. ადამიანური კაპიტალის ადმინისტრაციული სერვისების მიმართულებით თანამშრომლების ოპერაციული მხარდაჭერა.

პროგრამის მონაწილის სასურველი პროფაილი:

განათლება:

კომპანიაში ეძებენ გუნდის წევრებს

  • რომლებიც არიან ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების და სხვა დაკავშირებული მიმართულების III, IV კურსის სტუდენტები ან ახალ კურსდამთავრებულები

ფლობენ შემდეგ უნარებსა და ცოდნას:

·        ადამიანური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;

·        გუნდური მუშაობა, მუდმივი მზადყოფნა და სრული ჩართულობა მიზნის მისაღწევად;

·        საუკეთესო კომუნიკაციის(როგორც წერითი ასევე ვერბალური) უნარი;

·        სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი, მოქნილობა,სიახლეებისადმი ღიაობა, ემოციური ბალანსი;

·        დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

·        რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარები.

შერჩევის პროცესი:

  1. პირველი ეტაპი – კანდიდატის შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;
  2. ტესტირება – სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ, კორესპონდაციის და დაგეგმვის უნარი;
  3. გასაუბრება – კანდიდატის კომპეტენციებისა და ცოდნის შესაბამისობის დადგენა/შეფასება;
  4. ქეისის განხილვა/პრეზენტაციის მომზადება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

დეტალებისთვის ეწვიეთ ლინკს: start in HR

  •  
  •  
  •  
  •