შემოგვიერთდით

HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ

STREAM და HR hub ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია კვლევითი პროექტების საშუალებით, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ კომპანიებს ადამიანური კაპიტალზე ზრუნვისა და განვითარების სისტემების ეფექტიანობის გაზრდაში. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კვლევა საქართველოს შრომითი ბაზრის და კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტის მონაწილე HR hub Next-ის წევრები ჩაერთვებიან კვლევითი პროცესის ყველა ეტაპზე – კვლევის დაგეგმვა, მეთოდოლოგიის შერჩევა, ინსტრუმენტების შემუშავება, მონაცემების შეგროვება, მონაცემების დამუშავება, ანგარიშის შემუშავება, ანგარიშის წარდგენა და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია. მათი ჩართულობა არ იქნება მხოლოდ სასწავლო-გაცნობითი ხასიათის, ისინი რეალურად იქნებიან კვლევის განმახორციელებლები (რაც შესაბამისად აისახება კვლევის ანგარიშში, მათი გვარების, როგორც კვლევის გუნდის წევრების მითითებით).

ჩვენ მივესალმებით პროექტში მონაწილეობის მსურველ HR hub Next-ის წევრებს რომლებსაც:

  • აქვთ კვლევების მიმართ ინტერესი;
  • სურთ შეისწავლონ ან აიმაღლონ ცოდნა დასაქმების და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევების კუთხით;
  • შეუძლიათ გამოყონ კვირის სამუშაო დღეებში 16-დან 32 საათამდე (2-დან 4 დღემდე) პროექტში მონაწილეობისათვის (კვლევის მიმდინარეობის პერიოდში);
  • მიაჩნიათ, რომ აქვთ ანალიტიკური აზროვნება და შუძლიათ მონაცემებთან მუშაობა ან მონაცემებთან მუშაობის ათვისება.

HR hub Next-ის ახალი ნაკადის მიღება დაწყებულია და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.do/HRhubNextRegistration