შემოგვიერთდით

თეა დარჩია თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის ცეკვის ონლაინ გაკვეთილების ჩაწერას იწყებს

მოცეკვავე თეა დარჩია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში ან კარანტინშია ცეკვის ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს.

,,სპეციალურად თქვენთვის ყოველდღე ჩავწერ ახალ ცეკვას Youtube არხზე. უყუროთ, იცეკვოთ, გახალისდეთ, არ მოიწყინოთ და ერთად ცეკვით, სიყვარულით და ბედნიერებით დავამარცხოთ ეს საშინელი სენი. მიყვარხართ” – ამბობს თეა დარჩია ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

აქვე გთავაზობთ პირველ ცეკვას, რომელიც თეამ ჩაწერა.