შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! ,,თერმას” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც  www.Studentjob.ge -ზეა გამოქვეყნებული. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,თერმას” HR ხელმძღვანელის თეონა გოგიას ინტერვიუს.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ვაკანსიებს: https://studentjob.ge/2021/02/terma/

HR hub: რას გვეტყვით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

კომპანია „თერმა“ უკვე 24 წელია ოპერირებს HVAC  სფეროში ქართულ ბაზარზე , ჩვენი ძირითადი სეგმენტი გათვლილია გათბობისა და გაგრილების სისტემების რეალიზაციაზე , თუმცა ბოლო 5 წელია  ჩვენთვის მეტად პრიორიტეტული გახდა დიდი პროექტების მომსახურეობის გაწევა, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ MEP მიმართულებით მუშაობას, ეს უკანასკნელი ჩვენ ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებაა და მაქსიმალურად მსხვილი პროექტებისადმი სრულფასოვან მზაობას აღნიშნავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია,კონდიცირებით, არამედ წყალმომარაგების, ხანძარქრობის, ელექტროობის, უსაფრთხოების და პროექტით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი მსგავსი სერვისის მიწოდება დღეს თერმას უკვე სტანდარტული შესაძლებლობაა.

კომპანია „თერმა“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების : Mitsubishi Electric, GREE,Wolf,Systemair.

თერმა-ს მიერ  გამორჩეული და წარმატებით შესრულებული პროექტები გახლავთ: Krtsanisi Residense, IBISI Hotel,Mercedes Benz ცენტრი, Holiday Inn Telavi,ARCHI საცხოვრებელი კომპლექსი ( დიღომში), ილუზიების მუზეუმი და სხვა.

კორპორატიული კულტურა ორგანიზაციის წევრების მიერ გაზიარებული რწმენებისა და მოლოდინების ერთობლივობაა, რომელიც ნორმებს აყალიბებს. ეს ნორმები კი თავის მხრივ, ეფექტურად აძლევს ინდივიდებსა და ჯგუფებს ქცევის გარკვეულ მიმართულებას.

კომპანიაში გაწერილია კორპორატიული კულტურა, რომელიც მოიცავს პუნქტებს სადაც სხვადასხვა საკითხებია გავრცობილი, რომლის გარშემოც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან , ხშირად ვახსენებთ არსებულ თუ ახალ თანამშრომლებს ამ წესების შესახებ.

დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას თუ როგორ უნდა იმუშაოს თითოეულმა თანამშრომელმა რაც გვიმარტივებს იმ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას რაც შეიძლება თანამშრომელს გაუჩნდეს.

ჯანსაღ კორპორატიულ გარემოს თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდა შეუძლია.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

ვფიქრობ ეს ის პროფესიაა, რომელიც ხელს უწყობს კომპანიაში სამართლიანი გარემოს შექმნას და თანასწორ მოცემულობაში ინდივიდების მოლოდინების გამართლებას.

ადამიანი ნებისმიერი კომპანიის ძირითადი რესურსია, კადრები ქმნის ერთობლივობაში ორგანიზაციას – და ვფიქრობ ეს არის მთავარი.

პერსონალის მართვის გონივრული და ეფექტური პოლიტიკა წარმატების აუცილებელი პირობაა.

HR  სულ მცირე ორ სფეროსთანაა ახლოს, სამართალთან და ეკონომიკასთან, ის აწარმოებს პერსონალის შერჩევას, შეფასებას, ასევე პერსონალის მართვის სხვა ასპექტებს.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

პუნქტუალობას,მოწესრიგებულობას,გამოცხადებულ ვაკანსიასთან კანდიდატის თავსებადობას.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

ვფიქრობ მეტნაკლებად ყველა რეზიუმე იმსახურებს განხილვას, რადგან შესაძლოა ჩვენ დავინახოთ კონკრეტულ პერსონაში ის შესაძლებლობა რომელიც თავად კანდიდატს არ ჰქონდა გააზრებული რეზიუმეს შედგენისას.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

ჩვენ კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში კანდიდატებს ვთავაზობთ:

  • უსაფრთხო , კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • მზარდ სახელფასო სისტემას;
  • დამატებით ბენეფიტებს;

ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ სექტორის გლობალურ ტენდენციებს, ყოველწლიურად ვესწრებით ევროპაში და არამარტო გამოფენებს, ტრენინგებს და მიღებულ სიახლეს , ინოვაციებს ვნერგავთ კომპანიაში, გარდა ამისა ჩვენი ოფიციალური ბრენდები ხშირად გვსტუმრობენ და ტექნიკური პერსონალისთვის, ინჟინრებისთვის ვატარებთ კონფერენციებს, ტრენინგებს.

კანდიდატს კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში დახვდება მაღალკვალიფიციური გუნდი რომელიც მუშაობს “ASHRAE“-ს (American Society of Heating, Refrigerating, and Air-Conditioning Engineers) სტანდარტების შესაბამისად.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

იყავით გულწრფელი და არ შეწყვიტოთ ძიება თქვენთვის სასურველი სამსახურისთვის

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.