შემოგვიერთდით

“მთავარი რედაქტორის აყვანა მოხდება ევრონიუსის მიერ” – თაზო დათუნაშვილი

დღეს, კომპანია “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა და “ევრონიუსის” CEO-მ მაიკლ პეტერსმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოში Euronews-ის ქართული სამსახური დაფუძნდება.

ეს იქნება სრულიად დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის საინფორმაციო ხიდის ფუნქციას შეასრულებს.

კომპანიამ იყიდა ფრენჩაიზინგი – “ევრონიუს ჯორჯია”. მათ მიერ მოხდება აყვანა და რეკრუტირება ყველა ჟურნალისტის. დირექტორი იქნება დანიშნული და ხელფასი გადაეხდება “ევრონიუსის” მიერ, რაც ნიშნავს, რომ არანაირი გავლენა არ ექნება “სილქნეტს” ამ პროცესში.

ახალი სამსახურისთვის უკვე განსაზღვრულია ბიუჯეტი, მათ შორის თამანშრომელთა დაკომპლექტების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ფრენჩაიზინგის საფასურიც, რომელსაც აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს. ახალი არხი მაუწყებლობას დაახლოებით, 2020-ის არჩევნების წინ დაიწყებს.

სექტემბრის ბოლოს იწყება აქტიურად მუშაობა და კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე გავა ეთერი. გათვალისწინებულია საკმაოდ სოლიდური თანხა მომზადებასა და ტრეინინგში.

საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე ვესაუბრეთ სილქნეტის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს თაზო დათუნაშვილს.

HR hub: “ევრონიუს ჯორჯიას” ფრენჩაიზინგის ფარგლებში თქვენ მიერ მოხდება ჟურნალიტების აყვანა და რეკრუტირება? ჟურნლისტებს ადგილობრივ შრომის ბაზარზე შეარჩევთ?

თაზო დათუნაშვილი: რასაკვირველია, ჟურნალისტთა რეკრუტმენტი ადგილობრივ ქართულ ბაზარზე მოქმედი ჟურნალისტებისთვის ღია იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევია დასაქმების პროცესებზე და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბარი. ასევე, ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორი იქნება მმართველი გუნდის შემადგენლობა.

ამ მომენტისთვის რაც ცნობილია არის ის, რომ მთავარი  რედაქტორის სამსახურში აყვანა მოხდება ევრონიუსის მიერ და ის იქნება ევრონიუსის შტატიანი თანამშრომელი. ევრონიუსსა და სილქნეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმზე ხელის მოწერით დაიწყო შემდგომი თანამშრომლების ეტაპი და ამის შესახებ სექტემბერში გახდება ცნობილი. შესაბამისად, დეტალებსაც ამ დროისთვის გაგიზიარებთ.