შემოგვიერთდით

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს  გამარტივებულ საჯარო კონკურსს  კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:  პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მინიმალური ოდენობა – 1665 ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:   ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის წინაშე

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  1. კომისიაში დანერგილი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირება;
  2. კომისიაში დანერგილი შრომის ანაზღაურების (Payroll) ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
  3. ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული  ადმინისტრაციული და საკადრო-საკანცელარიო საკითხების მართვა (მაგალითად: ბრძანებები,  შრომითი ხელშეკრულებები და ა.შ)
  4. თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა;
  5. ახალი თანამშრომლის მიღების და  სოციალიზაციის პროცესის მართვა;
  6. კომისიის თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება;
  7. ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსების ადმინისტრირება;
  8. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშისთვის ინფორმაციის მოგროვება;
  9. თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის მართვაში მონაწილეობა;
  10. უშუალო ხელმძღვანელის  სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების,  ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

სასურველია: მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 1 წელი ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრირების, პერსონალის შერჩევის,   შეფასების ან ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით.

სასურველია: 

  • სამუშაო პროცესების აღწერა-ანალიზის მიმართულებით ან hr ჯენერალისტად მუშაობის გამოცდილება.
  • საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით გამოცდილება.

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა – B2 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (Word, Excel, Powerpoint) – კარგი

სასურველია: კანდიდატს სასურველია ჰქონდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ან/და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინა;
  • ინიციატივიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხდანართი).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი “

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი.

კონკურსის ეტაპებია:

  1. კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
  2. წერითი დავალება;
  3. გასაუბრება, შემთხვევათა ანალიზის მეთოდით.

საბუთების მიღების ვადაა: 2020 წლის 30 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.