შემოგვიერთდით

HR hub-ის ორგანიზებით 10 აპრილს ღონისძიება ,,ბიზნესი, სპორტი და ლიდერობა” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 10 აპრილს, 17:00სთ-ზე სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში,  ღონისძიება ,,ბიზნესი, სპორტი და ლიდერობა” ჩატარდება, სადაც ბიზნეს ლიდერები, HR მენეჯერები, დირექტორები და სპორტის წარმომადგენლები სტრატეგიაზე, ლიდერობაზე, მოტივაციაზე, გუნდის მართვასა და ორგანიზაციაში HR მენეჯერის მზარდ სტრატეგიულ როლზე ისაუბრებენ.

სპიკერები გვეყოლება როგორც ბიზნესის, ასევე სპორტის სფეროდან, რადგან ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ორივე მიმართულებას ეხება.

დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან  დაესწრებიან.

ვინ იქნებიან სპიკერები?

განრიგი

17:00 – ღონისძიების გახსნა;

17:15 ხათუნა ტუღუში – Rooms People’s Department დირექტორი თემა: ROOMS – ის მიერ შეცვლილი ისტორია: ლიდერების როლი თაობათა შორის ბრძოლებში;

17:35 ნინა კობახიძე – რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია ,,გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თემა: შენ გექნება ყველაფერი მაშინ, როდესაც არ იდარდებ იმაზე ვინ მიიღებს ჯილდოებს, შენი დამსახურებისთვის!

17:55 ლადო კილასონია – საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი თემა: მშვიდად აღმართზე.

18:00 შესვენება

18:30 ლელა სალაყაია – “სელფი მობაილი”, HR და ადმინისტრაციის დირექტორი თემა: კორპორაციული კომუნიკაცია – ექო თუ დიალოგი?;

18:50 გრიგოლ სიდამონიძე – Denuo Legal-ის მმართველი პარტნიორი თემა: აუთსორსინგი, როგორც ლიდერის ინსტრუმენტი;

19:10 ნინო სალუქვაძე – ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მრავალგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი თემა: წარმატების საიდუმლო ფორმულა;

19:30 ნინო გაჩეჩილაძე – HR კონსულტანტი და ფრილანსერი თემა: HR და ბიზნესი – პარტნიორობა საერთო წარმატებისთვის;

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე.

დასწრების ღირებულებაა: 95 ლარი.

ორგანიზაციიდან 3-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში ისარგებლებთ 10% ფასდაკლებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 აპრილი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 591990107

ღონისძიების პარტნიორია: აიბისისიეს საქართველო. IBCCS Georgia/IBCCS TAX არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიულ მომსახურებას უწევს დაინტერესებულ პირებსა თუ კომპანიებს, როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: IBCCS taxსასტუმრო ეპიზოდი, ფლომასტერი, სამუშაო სივრცე  Network, Grant Thornton Georgia, Geosoft.