შემოგვიერთდით

როგორი იქნება უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტი?

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, 26 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებთან, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სადაზღვევო სივრცეში არსებული სიტუაციის შესწავლა და სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობისა და ზოგადად უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტის შემუშავება, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს დასაქმებულ პირთა სოციალურ დაცულობას.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების გამოცდილება, არსებული პრაქტიკა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების წინადადებები.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის, მე-9 პუნქტის შესაბამისად, უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტის შემუშავებისა და ეფექტური აღსრულების მიზნით განახლდება შეხვედრები სამუშაო ფორმატში.