შემოგვიერთდით

HR სკოლამ რეგიონში მცხოვრები მსურველებისთვის ფუნქციონირება ონლაინ დაიწყო

HR სკოლა HR hub-ის ახალი პროექტია, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ადამიანური კაპიტალისა თუ სხვა პროფესიის მენეჯერებისთვის (ჯგუფები გამოცდილების მიხედვით დაკომპლექტდება და თითოეული მსმენელი მასზე მორგებულ პროგრამას გაივლის), ამიტომ HR სკოლაში მისაღებად დარეგისტრირებული მსურველები გაივლიან გასაუბრებას.

ჩვენ არ ვგეგმავდით ონლაინ სწავლებას, თუმცა ვითვალისწინებთ რეგიონებიდან შემოსულ უამრავ თხოვნას და მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის HR სკოლა ონლაინ, ზუმის გამოყენებით იწყებს ფუნქციონირებას.

ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.

გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომლებზეც მიღება გამოცხადდა:

მოდული 1 : HR ბიზნეს ოპერაციები (15 სთ) მოიცავს:

ღირებულება: 770 ლარი.

მოდული 2: HR ოპერაციები – რეკრუტინგი (12 სთ) – თიკო ჯანაშვილი სილაბუსი დარეგისტრირდით

  • დამსაქმებლის ბრენდი და რეკრუტინგი;
  • პირველადი შერჩევა, პროფაილინგი, შედეგების ანალიზი;
  • ინტერვიუს ტიპები, ქცევაზე მიმართული გასაუბრება, თანამშრომლის აყვანა და ონბორდინგი;
  • თანამშრომლების შერჩევა სხვადასხვა პოზიციაზე: შეფასების ცენტრი.

ღირებულება: 627 ლარი.

მოდული 3. HR ოპერაციები – შეფასება 360 (12 სთ) – თამუნა ლასურაშვილი სილაბუსი დარეგისტრირდით

  • შესრულებული სამუშაოს მართვის სისტემა;
  • პოტენციალის შეფასება;
  • ტალანტების მართვა.

ღირებულება: 627 ლარი.

მოდული 4: HR ოპერაციები – ხელფასები და გრეიდები (12 სთ) – ირმა ოქროპირიძე სილაბუსი დარეგისტრირდით

  • ერთი – გრეიდინგის/რანგირების სისტემები, გრეიდინგის შემუშავების მეთოდების ნაირსახეობა;
  • სამუშაოს ღირებულების (Job evaluation). დადგენის/შეფასების მეთოდები;
  • საერთაშირისო, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სახელფასო სიატემები და ა.შ.

ღირებულება: 627 ლარი.

HR სკოლა ასევე გთავაზობთ თეონა ბაღათურიას ინოვაციურ საავტორო კურსს – ,,ყველა ფიქრობდა, მე ვთქვი!”(Everyone was thinking it, I just said it…) (20 საათი) – სილაბუსი  დარეგისტრირდით

ღირებულება: 850 ლარი.

HR სკოლას დროთა განმავლობაში დაემატება ახალი მიმართულებები. რეგისტრაცია შეგიძლიათ როგორც ყველა, ასევე ერთეულ ან რამდენიმე პროგრამაზე.

თუ რამდენიმე ან ყველა მოდულის გავლას გადაწყვეტთ, ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით. HR hub Next-ის წევრები ყველა მოდულზე ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით. თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად. კურსის დასაწყისში და ბოლოში.

ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 31 ოქტომბრამდე: https://bit.ly/37pIXSe

HR სკოლაში სწავლა დაიწყება ნოემბერში. ტრენინგები ჩატარდება სამუშაო დღეებში კვირაში ერთხელ, საღამოს 19:00სთ-ზე. თითოეულ ტრენინგზე დაიშვება მხოლოდ 10 ადამიანი. ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, საჩუქარს სკოლისგან და უდიდეს გამოცდილებას.

რატომ HR სკოლა?

ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნის მუდმივად განახლებით და მეტი განვითარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში.

HR school – ის უნიკალური, თანამედროვე პროგრამები HR მენეჯერებს, მუდმივად ცვალებად გარემოში, ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

მისია: დავეხმაროთ HR მენეჯერებს  ახალ-ახალი, გამოწვევების დაძლევაში!

უზრუნველვყოთ თანამედროვე, ხარისხიანი HR განათლების მიწოდება საქართველოში და ხელი შევუწყოთ HR მენეჯერების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ადამიანური კაპიტალის სწორი, თანამედროვე მენეჯმენტით ქმნიან უკეთეს ორგანიზაციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია.