შემოგვიერთდით

პირველად საქართველოში, “Red Bull Player One” League of Legends-ის საუკეთესო მოთამაშეს ეძებს

პირველად საქართველოში, Red Bull Player One ეძებს League of Legends-ის საუკეთესო მოთამაშეს, რომელიც
ფინალზე ბრაზილიაში საქართველოს სახელით მსოფლიოს პირველობისთვის იბრძოლებს 🧝‍♀🏹☄

☄ მონაწილეობის წესები:
— მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქის მოწმობა;
— მონაწილეობა შეუძლიათ მოთამაშეს 16 წლიდან;
— მონაწილეს უფლება აქვს ჩაერთოს მხოლოდ ერთი ქვეყნის საკვალიფიკაციო ეტაპზე;
— მოთამაშე არ უნდა მონაწილეობდეს შემდეგ ტურნირებში: LCS, LEC, LCK, LPL.

👉 წესებს სრულად გაეცანით: http://bit.ly/RBPLORULES

☄ ტურნირი იმართება Summoner’s Rift-ის რუკის შუა ნაწილზე (Mid Lane), 1vs1 სტრუქტურით.
☄ რეგისტრაცია დაიწყება 12 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 👉 bit.ly/playeronegeorgia
☄ ჩემპიონატი იყოფა „ონლაინ“ და „ოფლაინ“ საკვალიფიკაციო ეტაპებად.
☄ „ონლაინ“ საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს ვებ-გვერდზე:
12 ოქტომბერი 21:00 | 13 ოქტომბერი 21:00 | 19 ოქტომბერი 21:00 | 20 ოქტომბერი 20:00 /21:30
☄ „ოფლაინ“ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება თბილისი ივენთ ჰოლში:
26 ოქტომბერი 12:00 | 27 ოქტომბერი 12:00
☄ ტურნირში მონაწილოება და დასწრება უფასოა

🥇 საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს Red Bull Player One-ის ფინალში, რომელიც სან პაულუში, ბრაზილიაში 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს გაიმართება 🏆🇧🇷

👉 შეკითხვების შემთხვევაში, გამოიყენეთ ჩვენი Discord არხი: https://discord.gg/ypshQKz

‼ გაითვალისწინეთ, რომ სხვა ყველა საკომუნიკაციო არხი იგნორირებული იქნება