შემოგვიერთდით

YES-Georgia – სტაჟირების თემაზე სამუშაო შეხვედრას გამართავს

YES-Georgia 31  მაისს მცხეთაში სტაჟირების თემაზე ატარებს სამუშაო შეხვედრას, რომელსაც გაუძღვება სერგო ნოზაძე – ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი. სამუშაო შეხვედრის თემაა: “სტაჟირების სისტემები – არსებული გამოწვევები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები”.

„ეს შეხვდრა საუკეთესო შესაძლებლობაა დაინტერესებული ორგანიზაციებისა და HR პროფესიონალებისათვს – ერთად დავხვეწოთ არსებული სტაჟირების სისტემები თქვენს ორგანიზაციებში!“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

დღეს-დღეობით სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზცია მიმართავს სტაჟრების პრაქტიკის დანერგვის გზებს. ეს ერთ-ერთ გარცელებული ფორმაა მაღალი პოტენციალის მქონე პირების შერჩევისა და სამომავლოდ მათ ვაკანტურ პოზიცებისათვის მომზადების, ისევე როგორც ახალი ტალანტების აღმოჩენის მიმართულებით. თუმცა ასევე დღითიდღე იზრდება გამოწვევები ამ მიმრათულებით: თაობის შეცვლა (Y Generation), მრავალფეროვანი სტაჟირების პროგრამები VS წინა თაობის მოდელები, სირთულეები – “რაღაც ისე არ მუშაობს” და ბევრი სხვა, რომელიც სულ უფრო და უფრო ართულებს და აფერხებს სტაჟირების სისტემების გამართულად ფუნქციონირებას კომპანიებში.

სწორედ ამიტომ, პროექტი “Youth Entrepreneurial Skills for Advancing Employability and Income Generation in Georgia (YES-Georgia)” აქტიურად დაეხმარება იმ ორგნიზაციებსა და HR პროფესიონალებს, რომელთაც სურთ დახვეწონ არსებული მოდელები და შეუსაბამონ საერთაშორისო გამოცდილებებს, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც სწორედ ეხლა იწყებენ სტაჟირების სისტემების დარგვას. დახმარება რამოდენიმე შესაძლებლობას მოიცავს:

  1. პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა HR პროფესიონალებისათვის, სადაც არაფორმალურ გარემოში მოხდება არსებული გამოწვევების ანალიზი და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება;
  2. ალტერნატიული და აქტიური პლატფორმის შეთავაზება – ახალი კანდიდატებთან დასაკავშირებლად, მათთან შეხვედრისა და საჭირო პოტენციალის მქონე კანდიდატების შესარჩევად.
  3. პრაქტიკული მენტორინგი.

სტაჟირების სისტემების კომპონენტის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებული პრაქტიკული სამუშაო ფორმატის შეხვედრა HR პროფესიონალებისათვის.

სამუშაო შეხვედრის მიზნები:

  • არსებული სტაჟირების პრაქტიკები VS ახალი თაობა (Y Generation);
  • ორგანიზაციების მაგალითზე – არსებული სისტემებისა და სტაჟირების პროგრამების შედეგების ანალიზი;
  • საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და რეკომენდაციები სტაჟირების პროგრემებისა და ზოგადად სტაჟირების სისტემის დახვეწის მიმართუებით.

გამომდინარე იქედან, რომ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შეხვედრაში ჩართვის მსურველებიდან უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატ ორგანიზაციებს/HR პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან:

  • მნიშვენლოვნად დახვეწონ და გააუმჯობესონ ორგანიზაციაში დანერგილი სტაჟირების სიტემები და მოდელები;
  • სწორედ ეხლა ნერგავენ სტაჟირების სისტემებს და პროგრამებს და სურთ უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ პროცესებს;
  • აიყანონ სტაჟიორები შემდგომი – რეალური დასაქმების პერსპექტივით.

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ ორგანიზაციებს/ HR   პროფესიონალებს გთხოვთ 28 მაისამდე შეავსოთ მონაწილეობის ფორმა ბმულზე:  https://goo.gl/JEYbZP

HR hub მხარს უჭერს ამ და სხვა აქტივობებს, რომლებიც სასარგებლოა, როგორც ახალგზრდებისთვის ასევე კომპანიებისთვის.

  •  
  •  
  •  
  •