შემოგვიერთდით

„აჭარა ჯგუფს“ უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა ექნება

„აჭარა ჯგუფი“ კულინარიული სკოლის გახსნას გეგმავს. “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი ჩეხერიას ინფორმაციით, სკოლა უახლოეს მომავალში ჯერ თბილისში, შემდეგ კი შესაძლოა ბათუმშიც გაიხსნას.
„ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც წასულია საზღვარგარეთ და ამ სეგმენტში მუშაობს უნდა გავუკეთოთ შეთავაზებები და დავაბრუნოთ. ძალიან ბევრი კარგი კადრია, რომელიც ამ ეტაპზე მათ შორის დუბაისა და ბაქოს სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესშია დასაქმებული. თუმცა ეს არ არის საკამრისი, ჩვენ უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლის გაკეთებას ვაპირებთ იმისათვის, რომ „აჭარა ჯგუფს“ ჰყავდეს გადამზადებული კადრები და დავასაქმოთ ისინი თბილისსა და რეგიონებში.
თბილისში იგეგმება სკოლის გახსნა და შემდეგ ვნახოთ შეიძლება ბათუმშიც გავაგრძელოთ“ – განაცხადა ჩეხერიამ.

წყარო: BMG

  •  
  •  
  •  
  •