შემოგვიერთდით

HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სასწავლო ცენტრი შექმნა.

ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნის მუდმივად განახლებით და მეტი განვითარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში.

HR school HR hub-ის დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც უნიკალურ პროგრამებს შესთავაზებს HR მენეჯერებს და ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

საჭირო იყო ახალი რეალობის გათვალისწინება, HR მენეჯერებზე მეტად ორიენტირება და ამ სფეროში სიახლეებისა და ცოდნის მიღების უნიკალური, თანამედროვე გამოცდილების შექმნა. შესაბამისად, პროგრამა მოიცავს ხუთ სხვადასხვა მოდულს, რაც პრაქტიკულ სამუშაოებზეა დაფუძნებული:

მოდული 1 : ბიზნეს ოპერაციები (12 სთ)

მოდული 2: ბრენდინგი HRM ში (9სთ)

მოდული 3: HR ოპერაციები – რეკრუტინგი (12 სთ)

მოდული 4. HR ოპერაციები – შეფასება 360 (12 სთ)

მოდული 5: HR ოპერაციები – ხელფასები და გრეიდები (12სთ)

HR school – უპასუხე ახალ გამოწვევებს!

HR school-ში მიღება გამოცხადდა. გაეცანით სილაბუსებს და დარეგისტრირდით!

დარეკეთ: +995 591990107  ან მოგვწერეთ: info@hrhub.ge