შემოგვიერთდით

გაიცანით თბილისზე მზრუნველი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები

თბილისს ყოველდღიური შრომით ქმნიან ადამიანები, თბილისისთვის მშრომელი ადამიანები.
ისინი მრავალი წელია მუშაობენ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
მათ არა აქვთ თანამდებობები, შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან- ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებში…
ჩვენ მათ ვესაუბრებით, ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციებში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლეს.
და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ.
გაიცანით თბილისზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მაჯას უსინჯავენ ქალაქს…
მადლობა მათ მრავალწლიანი შრომისთვის!

#შრომობენთბილისისთვის

გურამ ბოჭორიშვილი
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ მეეზოვე
ასაკი: 82 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი
ეთერ ილურიძე
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ მეეზოვე
ასაკი: 65 წელი
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი
საინტერესო ფაქტი მათ შესახებ: ისინი მეუღლეები არიან.
გივი მამულაშვილი
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო სამსახურის ოსტატი
ასაკი: 82 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 60 წელი
ნინო ბერეგულკო
საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის ამწის მემანქანე
ასაკი: 64 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 19 წელი
მაია შერგელაშვილი
საქმიანობა: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის ფერშალი
ასაკი: 50 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 4 წელი, სააგენტოს დაფუძნების დღიდან
მიხეილ ტარსაიძე
საქმიანობა: თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი
ასაკი: 57 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 31 წელი
ჯუმბერ მერაბიშვილი
საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის მანევრის მემანქანე
ასაკი: 73 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 43 წელი
  •  
  •  
  •  
  •