შემოგვიერთდით

გაიცანით 19 წლის ვალენტინა, რომელმაც პროფესიად ელექტრიკოსობა აირჩია

ენერგო-პრო ჯორჯია Facebook-ის გვერდზე 19 წლის ვალენტინა ზიბზიბაძეზე წერს, რომელმაც ელექტრიკოსის პროფესია აირჩია.

მეგობრები ურჩევდნენ, რომ არ აერჩია ეს პროფესია, რადგან მამაკაცის პროფესიად ითვლება და მას პერსპექტივა არ ექნებოდა ამ სფეროში. გადაწყვიტა, რომ სტერეოტიპები დაარღვიოს და ელექტროობის სპეციალობაზე ჩააბარა. გაიცანით – ათშვილიანი ოჯახის მეშვიდე შვილი, 19 წლის ვალენტინა ზიბზიბაძე, რომელიც ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ცხოვრობს და ამჟამად ფოთში, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ფაზისში“ სწავლობს.

ენერგო-პრო ჯორჯია ეხმარება ვალენტინას, რომ სწავლის პროცესი წარმატებულად გაიაროს, კომპანიამ მას ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. რა შეიძინა პირველი სტიპენდიით, ვიდეოდან გაიგებთ.

კოლეჯში სწავლის ბოლო ეტაპზე, ის სტაჟირებას გაივლის კომპანიაში, ტესტირების წარმატებულად დაძლევის შემთხვევაში კი, დასაქმდება ენერგო-პრო ჯორჯიაში. ვალენტინა გაივლის ყველა იმ ეტაპს, რომელიც აუცილებელია პროფესიონალი ელექტრიკოსის ჩამოყალიბებისათვის. მას სხვა გეგმებიც აქვს, სურს რომ მომავალში ჩააბაროს იგივე ფაკულტეტზე – უმაღლეს სასწავლებელში და გაიღრმაოს ცოდნა.

  •  
  •  
  •  
  •