შემოგვიერთდით

გენდერული თანასწორობა სამსახურში – კომპანიებში HR პოლიტიკის დოკუმენტები გადაიხედა და შეიცვალა

Civil Development Agency (CiDA)-ს და საფარი/Sapari-ს პროექტის ფარგლებში 5 კერძო კომპანია გენდერული ბალანსის დაცვალზე ზრუნავს და უზურველყოფს, რომ გარანტირებული იყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან, ჩაგვრისგან და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო.

ამ მიზნით “კრისტალში”, “ჯეპრაში”, GAU-ში, “აჭარა ჯგუფსა” და M2-ში გადაიხედა/შეიცვალა HR პოლიტიკის დოკუმენტები, შეიქმნა და ინერგება შიდა საჩივრის მექანიზმი და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობები.

ამ ორგანიზაციებისთვის და მათი HR დეპარტამენტებისთვის ადამიანების უფლებები ერთ-ერთი ფუნდამენტური კორპორატიული ღირებულებაა.
დიდი მადლობა მათ უნიკალური შესაძლებლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის” – წერს სოციალურ ქსელში კომპანია “საგას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი გაგუა.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის შიგნით საკომუნიკაციო სტრატეგიის მხარდასაჭერად ვიდეო რგოლი  შეიქმნა.

 

  •  
  •  
  •  
  •