შემოგვიერთდით

,,გუდვილი” თოვლის ბაბუას ეძებს

სულ რამდენიმე დღეში ახალი წელია. შესაბამისად მაღაზიებში დიდი ფუსფუსი დაიწყება. ჰიპერმარკეტების ქსელი გუდვილი თბილისში, წინასაახალწლო დღეებში აცხადებს ვაკანსიას თოვლის ბაბუის პოზიციაზე. მას დაევალება:
** სტუმრების მიღება;
** სტუმრების საშობაო განწყობაზე ზრუნვა;
** მშობლებისთვის მეტი თავისუფალი დროის მიცემა.

ვაკანსიას ძალიან საინტერესო მოთხოვნები აქვს:
** დოქტორის ხარისხი ბავშვების გაბედნიერებაში (უპირატესობად ჩაითვლება ჩრდილოეთ პოლუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი);
** 1000 + წელი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** სასურველია ჟღერადი ხმის ტემბრი: “HO-HO-HO Merry Christmas”;
** საშობაო ტრადიციების უმაღლეს დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობის HO კატეგორია მისაბმელ და ნახევარმისაბმელიანი მარხილის მართვაში;
** ბავშვების ენის უმაღლეს დონეზე ფლობა;
** სასურველია ფოტოგენური გარეგნობა;
** უპირატესობად ჩაითვლება ბუნებრივი წვერი და დამახასიათებელი ღიპი;
** სავალდებულოა, გაგებით მოეკიდოს საახალწლო განწყობით აჟიტირებულ ბავშვებსა და უფროსებს;

თუ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ და გადაწყვიტეთ, რომ შესანიშნავი თოვლის ბაბუა იქნებით, მიწერეთ თქვენი მონაცემები ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ “თოვლის ბაბუა”.

კანდიდატები, რომლებიც გაივლიან შერჩევის ეტაპს, მოხვდებიან ჩრდილოეთ პოლუსის ყინულის დედოფლებთან გასაბრებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 20-31 დეკემბერი, დღეში 8 საათი
ანაზღაურება: 600 ლარი
გისურვებთ წარმატებას!

  •  
  •  
  •  
  •