შემოგვიერთდით

ეძებთ გრაფიკულ დიზაინერებს? – 3-4 აგვისტოს ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართება

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია „GeoLab”-თან თანამშრომლობით, თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში არსებულ ინოვაციურ ცენტრებსა და ტექნოპარკებში, ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი განახორციელა.

კურსის, რომელიც აქტიურად მიმდინარეობდა სამი თვის განმავლობაში, ფარგლებში მონაწილეებმა ფინალურ პროექტებზე იმუშავეს, თავად შექმნეს გრაფიკული ნამუშევრები.

ხოლო მიმდინარე წლის 3-4 აგვისტოს „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ორგანიზებით გაიმართება დასაქმების ფორუმი რომელშიც პორექტის კურსდამთავრებულები თბილისის ტექნოპარკში წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ მომავალი თანამშრომლები ან შესთავაზონ მონაწილეებს სამუშაო პრაქტიკის გავლა, რათა ადგილზე დარწმუნდნენ მათ ცოდნასა და შესაძლებლობებში.

ეწვიეთ ფორუმს და გაიცანით დამწყები, ნიჭიერი გრაფიკოსი დიზაინერები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

კონტაქტი: ჯეოლაბი 577 67 04 04 

  •  
  •  
  •  
  •