შემოგვიერთდით

“იმედი თქვენი წარმატებისთვის” – ტელეიმედში სტაჟირების ახალი პროგრამა დაიწყო

ტელევიზია ისეთი სფეროა, რომელიც მთლიანად გითრევს და შენს ცხოვრებას უზომოდ საინტერესოს ხდის. ეს არის რიტმი, დაჟინებული სწრაფვა და მიზნის მიღწევით გამოწვეული საოცარი ადრენალინი.

ეს არის ერთმანეთზე საინტერესო დღეები და ცხოვრების სტილი, რომელიც ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს. – აცხადებს სალომე ბაზერაშვილი, ტელეიმედის ადამიაური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და სტაჟირების ახალი პროგრამის შესახებ გვიყვება.

ტელეკომპანია იმედი 1 აგვისტოდან იწყებს კანდიდატების შერჩევას, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ გახდნენ ამ უზომოდ საინტერესო პროცესების მონაწილე. დაისახონ მიზანი, გამოიჩინონ თავი და დაიმკვიდრონ ადგილი სატელევიზიო სფეროში.

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ ჟურნალისტი, ოპერატორი და მონტაჟის რეჟისორი;

პროექტი ითვალისწინებს სწავლების კომპლექსურ მიდგომას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან პრაქტიკას რამოდენიმე მიმართულებით, გამოცდიან საკუთარ ძალებს, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება;

მენტორები იქნებიან სატელევიზიო სფეროს დარგის პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის;

ტელეკომპანიაში დაგეგმილი ბევრი ახალი და უზომოდ საინტერესო პროექტი კი, დიდი შესაძლებლობაა კანდიდატებისთვის  განვითარდნენ პროფესიული მიმართულებით.

იმისთვის რომ წარმატებულად ვითანამშრომლოთ, არის ძირითადი მოთხოვნები, რაც კანდიდატებმა უნდა გაითვალსწინონ:

ჟურნალისტის პოზიციაზე – მოტივაცია, მიზნისკენ სწრაფვა, ნებისყოფა, კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი.  უმაღლესი განათლება დარგში, ან იყვნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. ქართულად მეტყველებდნენ და წერდნენ გამართულად, იცოდნენ ერთი უცხო ენა მაინც სრულყოფილად. ქონდეთ თემის მოძიების, სიუჟეტის გაკეთების, პრაქტიკული გამოცდილება.

ოპერატორის პოზიციაზე – ენერგია, შემოქმედებითი ხედვა, მოვლენებზე სწრაფად რეაგირების უნარი, უმაღლესი განათლება დარგში, ან იყვნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. კამერასთან მუშაობის გამოცდილება;

მონტაჟის რეჟისორი – კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი, დეტალებზე ორიენტირებული, გუნდური, თავის პროფესიაზე შეყვარებული. პროფესიული კურსები მონტაჟის რეჟისურის მიმართულებით, სამონტაჟო პროგრამების ცოდნა – Adobe Premiere.

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პროფესიონალებად ჩამოყალიბების დიდი სურვილი და მზად არიან, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა თავის დასამკვიდრებლად. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@imedi.ge

გისურვებთ წარმატებებს!!!!

  •  
  •  
  •  
  •