შემოგვიერთდით

ინსორსის საახალწლო ქველმოქმედება პარტნიორი კომპანიების სახელით

კომპანია ,,ინსორსმა” გადაწყვიტა წელს საჩუქრები არ დაერიგებინა პარტნიორი კომპანიებისთვის და ამის ნაცვლად, მათი სახელით სიკეთე გაეკეთებინა.

მათ სათნოების სახლ კათარზისი catharsis-ის 350 ადამიანს 10 დღის გემრიელი სადილი დაუფინანსეს. პროექტ Charte • ჩართე-ს დახმარებით, 8 უფროსკლასელს შეუძინეს კომპიუტერები.

,,ახალ წელს ერთი რამ აერთიანებს ადამიანებს – იმედი! იმედი, რომ მომდევნო წელი უკეთესი იქნება, რომ მათი სურვილები თუ ოცნებები მომდევნო წელს მაინც ახდება, რომ მათთანაც მივა სიხარულიც, სიყვარულიც, ხვავიც და ბარაქაც.


ჩვენი საახალწლო ფუსფუსიც იმედის გაჩენისკენ მივმართეთ. ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა იქნებოდა ორიგინალური საჩუქარი ჩვენი პარტნიორებისთვის და აღმოვაჩინეთ, რომ მათი სახელით გაკეთებული პატარა სიკეთე, რომელიც იმედს გაუჩენდა იმ ხალხს, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება!


ჩვენ თქვენი სახელით მივულოცეთ ახალი წელი ბავშვებს და კიდევ ერთხელ გავუჩინეთ იმედი, რომ მათი მომავალი ნამდვილად იქნება აწმყოზე უკეთესი.
ჩვენ პარტნიორების სახელით მივულოცეთ ახალი წელი ბებიებსა და ბაბუებს და დავუბრუნეთ იმედი, რომ ისინი გვახსოვს და გვიყვარს” – აცხადებენ კომპანიაში.

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap