შემოგვიერთდით

ნანა საჯაია Fox News-ის პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი გახდა

,,ამერიკის ხმის” ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია მუშაობას Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერად იწყებს.ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა:

,,ნელსონ მანდელამ ერთხელ თქვა: ,,ყველაფერი შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გააკეთებ”. 290 სამუშაო აპლიკაციის, ათეულობით ინტერვიუს, 31 უარყოფითი მეილის შემდეგ, შევუერთდი  Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს, როგორც პოლიტიკური პროდიუსერი. აღფრთოვანებული ვარ ვიყო იმ ქსელის ნაწილი, რომელიც 212 თვის განმავლობაში პირველია.

იღბლიანი ვარ, რომ ნუნუ ჯაფარიძე გამიძღვა დაუჯერებელი თავგადასავლისკენ. რთული წელი იყო, მაგრამ მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებს ოკეანის ორივე მხარეს – შოუ ახლა იწყება”!

  •  
  •  
  •  
  •