შემოგვიერთდით

ნიკორამ ჰოლდინგის მენეჯმენტისთვის თიმბილდინგი ქობულეთში მოაწყო

12-14 ოქტომბერს  ნიკორა ჰოლდინგი 14 შვილობილი კომპანიის მენეჯმენტის გასვლითი შეხვედრა მოეწყო.  აღნიშნულის შესახებ ვესაუბრეთ ,,ნიკორას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თათია ბაკაშვილს.თამარ ბაკაშვილი:
ჩვენს ჰოლდინგში შემავალი კომპანიები ბაზარზე  ოთხი ძირითადი მიმართულებით ფუნქციონირებენ: კვების პროდუქტების წარმოება, ვაჭრობა, იმპორტი და ლოჯისტიკა. ჰოლდინგის ჭრილში პროცესები ჯაჭვურ კავშირშია ერთმანეთთან, შესაბამისად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია თითოეული შვილობილი კომპანიის მენეჯმენტს შორის მჭიდრო კავშირი და კომუნიკაცია.

ჰოლდინგის მასშტაბისა და სწრაფი ზრდის ტემპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თანამშრომლები ფლობდნენ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე, მოვლენებზე, სამომავლო გეგმებსა და რა თქმა უნდა, მიზნების შესახებ. ამჯერად, გადავწყვიტეთ შეგვეცვალა  სტანდარტული შეხვედრების ფორმატი და ჩავატარეთ ჰოლდინგის მასშტაბით მენეჯმენტის გასვლითი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, ვესტუმრეთ ქობულეთს, სადაც გვიმასპინძლა სასტუმრო GPH-მა.

დაგეგმილი შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა შვილობილი კომპანიების მენეჯერებს გაეზიარებინათ ინფორმაცია თითოეულ კომპანიაში მიმდინარე პროცესების, ფინანსური შედეგებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ და რა თქმა უნდა, ერთობლივმა მსჯელობამ წარმოშვა კიდევ ბევრი ახალი იდეა პროექტებთან დაკავშირებით.

ამასთანავე, ჩვენი ორდღიანი შეხვედრა გაჯერებული იყო გუნდის შეჭიდულობის აქტივობებით, რომლებმაც სტარტი ჯერ კიდევ მგზავრობისას, მატარებელში აიღო, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადა ჩვენი ერთად ყოფნა და ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის პოზიტიური განწყობის შექმნას.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვნად ზრდის თანამშრომლების მოტივაციას, რაც როგორც წესი მათ პროდუქტიულობაზე აისახება. შესაბამისად, კომპანია მომავალშიც გაუწევს ორგანიზებას თანამშრომელთა სამოტივაციო პროექტებს.

  •  
  •  
  •  
  •